არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 24 დეკემბერი
კანადა

მათ ძლიერი რწმენა გამოავლინეს კანადის შრომა-გასწორების ბანაკებში

მათ ძლიერი რწმენა გამოავლინეს კანადის შრომა-გასწორების ბანაკებში

1946 წლის ზაფხულში კანადის ხელისუფლებამ შრომა-გასწორების ბანაკებიდან გაათავისუფლა ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეები. სამასამდე ძმა რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს და აიძულეს, ბანაკებში მძიმე ფიზიკური სამუშაო შეესრულებინათ. განსაცდელების პირისპირ მყოფ ჩვენს ძმებს მხნეობა არ დაუკარგავთ. პირიქით, ბანაკიდან ისინი სულიერად განმტკიცებულები დაბრუნდნენ. წელს 75 წელი სრულდება ამ ძმების გათავისუფლებიდან. დღეს ამ სამასი ძმიდან ცოცხალი მხოლოდ დონ მაკლინია. ის იხსენებს: „ომის პერიოდში გადატანილმა არაერთმა განსაცდელმა რწმენა ერთიორად გამიძლიერა. ამისთვის დღემდე ვემადლიერები იეჰოვას“.