არჩეულ მასალაზე გადასვლა

ალექსანდრე ნიკოლაევი თავის მეუღლესთან, ევგენიასთან, ხუთ შვილთან და სიდედრთან ერთად ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

21 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ალექსანდრე ნიკოლაევი ციხიდან გაათავისუფლეს

ალექსანდრე ნიკოლაევი ციხიდან გაათავისუფლეს

2023 წლის 19 სექტემბერს ალექსანდრე ნიკოლაევი თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ის თავის მეუღლეს, ევგენიას, ხუთ შვილს და თანაქრისტიანებს დაუბრუნდა.

2021 წლის დასაწყისში ალექსანდრეს სახლი ფე-ეს-ბესა და შეიარაღებული პოლიციის ოფიცრებმა გაჩხრიკეს. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს და დამნაშავედ ცნეს იმის გამო, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ბიბლიურ თემებზე საუბრობდა.

დაკავებამდე ალექსანდრემ აღნიშნა, რა ეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში. მან თქვა: „მივხვდი, რომ კაცთმოშიშებამ და გაურკვევლობის გრძნობამ შეიძლება ადამიანს გონება დაუბინდოს. ამიტომ ვცდილობ, შიშმა არ მძლიოს. ვლოცულობ და იეჰოვას ვთხოვ, რომ შევძლო ბოლომდე მასზე მინდობა. ვგრძნობ, რომ ის გვერდში მიდგას და მაძლიერებს“.

გვახარებს, რომ დღეს ალექსანდრე თავისუფალია და ოჯახს დაუბრუნდა. იეჰოვაც ხარობს, როცა ხედავს, რომ თავისი ერთგული მსახურები უსამართლობის მიუხედავად რწმენას და გაბედულებას არ კარგავენ (ფსალმუნი 149:4).