23 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 11 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ | იეჰოვა აძლიერებს თავის მსახურებს
2024 წლის 10 ოქტომბერს ინდუსტრიულმა რაიონულმა სასამართლომ (ხაბაროვსკის მხარე) განაჩენი გამოაცხადა მაია კარპუშკინას, სტანისლავ კიმის, ნიკოლაი პოლევოდოვის, სვეტლანა სედოვას და ვიტალი და ტატიანა ჟუკების საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით მაიას, სვეტლანასა და ტატიანას ერთი წლით შეუმცირდათ პირობითი სასჯელი. ხოლო სტანისლავს, ვიტალის და ნიკოლაის თავისუფლების აღკვეთა შეეცვალათ პირობითი სასჯელით და განესაზღვრათ სტანისლავს – შვიდი წლითა და ორი თვით, ვიტალის შვიდი წლითა და ოთხი თვით, ნიკოლაის კი – შვიდი წლითა და ექვსი თვის ვადით. მოგვიანებით სამივე მათგანი ციხიდან გაათავისუფლეს.
2024 წლის 20 ივნისს ინდუსტრიულმა რაიონულმა სასამართლომ (ხაბაროვსკის მხარე) დამნაშავედ ცნო მაია კარპუშკინა, სტანისლავ კიმი, ნიკოლაი პოლევოდოვი, სვეტლანა სედოვა და ვიტალი და ტატიანა ჟუკები. სასამართლოს გადაწყვეტილებით მაიას ოთხწლიანი, სვეტლანასა და ტატიანას კი ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილებით სტანისლავს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა რვა წლითა და ორი თვით, ვიტალის რვა წლითა და ოთხი თვით, ნიკოლაის კი – რვა წლითა და ექვსი თვით. ისინი სასამართლოს დარბაზიდანვე გადაიყვანეს საპატიმროში. ეს არის თავისუფლების აღკვეთის ყველაზე ხანგრძლივი ვადა, რომელიც ოდესმე შეუფარდებია სასამართლოს იეჰოვას მოწმეებისთვის მას შემდეგ, რაც 2017 წელს იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა რუსეთში.
დროის დიაგრამა
2018 წლის 10 ნოემბერი
სამართალდამცავები თავს დაესხნენ კაფეში შეკრებილ 55-მდე ადამიანს. იქ მყოფთაგან ყველა, მათ შორის არასრულწლოვნები, დაჰკითხეს. მათ თითის ანაბეჭდები აუღეს და ფოტოებიც გადაუღეს.
2018 წლის 12 ნოემბერი
სტანისლავი, ნიკოლაი და ვიტალი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მაიას, სვეტლანას და ტატიანას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2019 წლის 14 იანვარი
ნიკოლაი და ვიტალი გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2019 წლის 29 იანვარი
სტანისლავი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2019 წლის 18 ივლისი
საქმე განსახილველად გადაეცა ინდუსტრიულ-რაიონულ სასამართლოს (ხაბაროვსკის მხარე).
2019 წლის 2 აგვისტო
ნიკოლაი გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან.
2019 წლის 9 სექტემბერი
სტანისლავისა და ნიკოლაის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმე განსახილველად ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონულ სასამართლოს (ხაბაროვსკის მხარე) გადაეცა.
2019 წლის 5 ნოემბერი
ნიკოლაის დაუწესდა გადაადგილების შეზღუდვა.
2020 წლის 18 იანვარი
სტანისლავი და ვიტალი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს.
2020 წლის 4 თებერვალი
სტანისლავი და ნიკოლაი დამნაშავედ ცნეს სხვა საქმეზე. ორივეს ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს და ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონული სასამართლოს პრობაციის სამსახურის დაკვირვების ქვეშ აიყვანეს.
2020 წლის 3 აგვისტო
ინდუსტრიულმა-რაიონულმა სასამართლომ საქმე პროკურატურას დაუბრუნა. პროკურორმა ხელახლა დაიწყო საქმის წარმოება.
2020 წლის 29 სექტემბერი
ხაბაროვსკის საოლქო სასამართლომ განიხილა პროკურორის საჩივარი. სტანისლავს და ნიკოლაის უფლება მისცეს, მოსამართლისთვის მიემართათ. თავიანთ მიმართვაში ძმებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია მსოფლიო საზოგადოების ნაწილია და ვალდებულება აქვს ნაკისრი, არ დაარღვიოს თავისი მოქალაქეების უფლებები, მათ შორის რელიგიის თავისუფლების უფლება.
2020 წლის 12 ოქტომბერი
ხაბაროვსკის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე პროკურატურას დაუბრუნა.
2021 წლის 15 დეკემბერი
საქმე კვლავ გადაეცა ინდუსტრიულ-რაიონულ სასამართლოს.
ზოგადი ინფორმაცია
გვჯერა, იეჰოვა კვლავაც დაუჭერს მხარს ჩვენს ძვირფას და-ძმებს, თანამედროვე „მოწმეთა დიდ ლაშქარს“ (ებრაელები 12:1).