არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 11 აგვისტო
ტაივანი

ტაივანში სპეციალური პროგრამა ამოქმედდა მათთვის, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

ტაივანში სპეციალური პროგრამა ამოქმედდა მათთვის, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

2000 წელს ტაივანში ამოქმედდა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა, რომელიც მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, საშუალებას აძლევს თავიანთი ვალდებულება შეასრულონ ისეთი სამოქალაქო სამსახურით, რომელიც არ ეწინააღმდეგება მათ სინდისს. ამ პროგრამის ფარგლებში მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, სთავაზობენ ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებში ან საჯარო სექტორის სხვა სფეროში. ამ პროგრამამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მას სიკეთე მოაქვს როგორც საზოგადოებისთვის, ისე მათთვის, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, რადგან თავიანთი პოზიციის გამო აღარ უწევთ ციხეში სასჯელის მოხდა.

ამ ვიდეოდან გაიგებთ, როგორ ამოქმედდა ტაივანში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა; აგრეთვე მოისმენთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებსაც ხშირად სვამენ ასეთი პროგრამის დანერგვის მოწინააღმდეგენი. გარდა ამისა, მოისმენთ მათ კომენტარებს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ამ პროგრამაში. ტაივანის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო განყოფილების გენერალური ხელმძღვანელი კოუ-ენ ლინი აღნიშნავს: „იმედი მაქვს, რომ სხვა ქვეყნები გაიზიარებენ ჩვენს გამოცდილებას და ისინიც აამოქმედებენ ასეთ პროგრამას“.