არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 12 ნოემბერი
ფილიპინები

ორმა ტაიფუნმა სერიოზულად დააზარალა ფილიპინების ზოგიერთი მხარე

ორმა ტაიფუნმა სერიოზულად დააზარალა ფილიპინების ზოგიერთი მხარე

ადგილმდებარეობა

სამხრეთი ლუსონი და მიმდებარე კუნძულები

სტიქია

  • 2020 წლის 25 ოქტომბერს ფილიპინების კუნძულ ლუსონზე, ბიკოლის რეგიონში, ალბაის პროვინციას თავს დაატყდა ტაიფუნი „მოლავი“ (ფილიპინებში აგრეთვე ცნობილია „კვინტას“ სახელით). მოგვიანებით ძლიერმა შტორმმა კუნძულ ლუსონს მთლიანად გადაუარა.

  • 2020 წლის 1 ნოემბერს ძლიერი ტაიფუნმა „გონიმ“ (ფილიპინებში აგრეთვე ცნობილია „როლის“ სახელით) მეწყერი გამოიწვია ბიკოლის რეგიონში მდებარე კიდევ ერთ კუნძულზე, კატანდუანესზე. მე-5 კატეგორიის ამ ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა სხვა პროვინციებსაც, რომელთაგან ზოგს მანამდე ტაიფუნმა „მოლავიმაც“ გადაუარა.

  • ორივე შტორმს მოჰყვა კოკისპირული წვიმები და ძლიერი ქარები, რამაც ბევრ ადგილას გამოიწვია წყალდიდობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე; მათ სასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდებათ. სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ არაა აღდგენილი საკომუნიკაციო ქსელები.

  • გარდა ამისა, ძლიერი წვიმების შედეგად მაიონის მთიდან ჩამოწვა ვულკანური წარმოშობის მეწყერი, რამაც წალეკა მთასთან ახლოს მდებარე არაერთი სახლი.

დაზარალებული და-ძმები

  • ასობით მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

  • ევაკუირების დროს სხეულის მცირე დაზიანება მიიღო 89 წლის დამ, რომლის სახლიც მთლიანად განადგურდა.

მატერიალური ზარალი

  • უმნიშვნელოდ დაზიანდა ჩვენი და-ძმების 134 სახლი და იეჰოვას მოწმეების 8 დარბაზი.

  • სერიოზულად დაზიანდა და-ძმების 75 სახლი და იეჰოვას მოწმეების 8 დარბაზი.

  • მთლიანად განადგურდა 101 სახლი და 1 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები თანამშრომლობენ სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების 6 კომიტეტთან, რათა და-ძმებს ჰქონდეთ საკმარისი საკვები, წყალი, თავშესაფარი და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები. დახმარების აღმოჩენის პარალელურად ჩვენი და-ძმები ზედმიწევნით იცავენ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს.

ჩვენ არ ვწყვეტთ ლოცვას სტიქიური უბედურებებით დაზარალებული და-ძმებისთვის. ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ძნელბედობის ჟამს იეჰოვა კვლავაც იქნება მათთვის „თანამგრძნობი მამა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელი ღმერთი“ (2 კორინთელები 1:3).