არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 5 აგვისტო
ფილიპინები

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2022 წლის 27 ივლისს ფილიპინების ჩრდილოეთით, კუნძულ ლუზონზე, 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად განსაკუთრებული ზიანი აბრის პროვინციას მიადგა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები დაახლოებით 400 კილომეტრის მოშორებით, დედაქალაქ მანილაშიც კი იგრძნობოდა. მიწისძვრას 2 000-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.

  • მსუბუქი დაზიანებები მიიღო ოთხმა მაუწყებელმა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 42 ოჯახს.

  • მსუბუქად დაზიანდა 63 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 1 სახლი.

  • დაზიანდა 13 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • დაზარალებულთა დასახმარებლად ჩამოყალიბდა ერთი კომიტეტი.

  • ადგილობრივი უხუცესები ინახულებენ დაზარალებულ და-ძმებს.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.

ფილიალმა დაუყოვნებლივ გაუგზავნა დახმარება სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს და ორგანიზება გაუწია, რომ მათ დროებითი თავშესაფარი ჰქონოდათ. ადგილობრივი და-ძმებიც, რომლებიც თავადაც დაზარალდნენ მიწისძვრით, ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან.

იოტისოდენა ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა იხსნის გასაჭირში მყოფ ჩვენს და-ძმებს (ფსალმუნი 50:15).