არჩეულ მასალაზე გადასვლა

სატელიტიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც ასახულია ციკლონი „იასა“ და ფიჯის დაზიანებული კუნძულები

2021 წლის 7 იანვარი
ფიჯი

მე-5 კატეგორიის ციკლონი „იასა“ თავს ატყდება ფიჯის კუნძულებს

მე-5 კატეგორიის ციკლონი „იასა“ თავს ატყდება ფიჯის კუნძულებს

ადგილმდებარეობა

ფიჯი

სტიქია

  • 2020 წლის 17 დეკემბერს, ხუთშაბათს, ძლიერმა ტროპიკულმა ციკლონმა „იასამ“ კუნძულ ვანუა-ლევუს გადაუარა, რომელიც სიდიდით მეორე კუნძულია ფიჯიზე.

  • „იასა“ მეორე უძლიერესი ციკლონია, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ფიჯიზე. მონაცემების თანახმად, ქარიშხლის სიჩქარემ 260 კმ/სთ-ს მიაღწია.

  • სტიქიის ზონაში, სულ მცირე, 30 კრება და დაშორებული ჯგუფია.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთ ჩვენს თანაქრისტიანს არ მიუღია სხეულის დაზიანება.

  • თავდაპირველი მონაცემების თანახმად, საჭირო გახდა 20 ოჯახის ევაკუირება.

  • ციკლონმა დიდი ზიანი მიაყენა ნარგავებს, რაც 430 მაუწყებლისთვის საკვების ძირითადი წყაროს წარმოადგენდა.

მატერიალური ზარალი

  • დაინგრა 10 სახლი.

  • დაზიანდა 25 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა ერთი დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • ფიჯის ფილიალის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების სამი კომიტეტი. კომიტეტი ორგანიზებას უწევს, რომ დაზარალებულ მაუწყებლებს მიეწოდოთ პირველადი დახმარების ნივთები, სასმელი წყალი, ტანსაცმელი, საკვები და ბრეზენტი. გარდა ამისა, მოხდა ევაკუირებული და-ძმების უსაფრთხო თავშესაფრით უზრუნველყოფა.

  • ფიჯის ფილიალის წარმომადგენლები და სარაიონო ზედამხედველები ინახულებენ და ამხნევებენ დაზარალებულ და-ძმებს.

  • ყველა, ვინც დახმარებისა და გამხნევების საქმეშია ჩართული, იცავს კოვიდ-19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს.

მართალია, ამ ძლიერმა ქარიშხალმა დიდი სირთულეები შეუქმნა ჩვენს და-ძმებს, მაგრამ ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, რამდენად ჭეშმარიტია 46-ე ფსალმუნის 1-ლ მუხლში ჩაწერილი სიტყვები: „ღმერთია ჩვენი თავშესაფარი“.