არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 15 მაისი
ჰაიტი

იეჰოვას მოწმეებმა ჰაიტიზე ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს

იეჰოვას მოწმეებმა ჰაიტიზე ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს

დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის წევრებმა ამ სახლის სახურავი გამოცვალეს

პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი — 2016 წლის 4 ოქტომბერს ჰაიტის დამანგრეველმა ქარიშხალმა „მეთიუმ“ გადაუარა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. 2010 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანას მსგავსი მასშტაბის ზარალი არ ახსოვს. 2016 წლის 24 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდზე jw.org ახალ ამბებში განთავსებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულთა დასახმარებლად დაუყოვნებლივ ჩაიტანეს სტიქიის ზონაში საკვები, მედიკამენტები და კარვები. მიყენებული ზარალის დადგენის შემდეგ, 2017 წლის 1 იანვარს, მოწმეებმა კიდევ ერთხელ გაუწიეს ორგანიზება დაზარალებულთა დახმარებას. მათ ჩამოაყალიბეს დაზარალებულთა დახმარების სამი კომიტეტი, რათა 14 სამშენებლო ბრიგადისთვის გაეწიათ ხელმძღვანელობა. ამის შემდეგ მშენებლები მყისვე შეუდგნენ 203 დაზიანებული თუ დანგრეული სახლის აღდგენასა და შეკეთებას. გეგმის მიხედვით აღდგენითი სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.

დანიელ ლაინე, იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი პორტ-ო-პრენსში, აღნიშნავს: „ჩვენი მიზანია, სათანადო თავშესაფრით უზრუნველვყოთ თითოეული თანამორწმუნე, რომელთა სახლებიც ქარიშხალმა სერიოზულად დააზიანა“. ამ მიზნის მიღწევა იოლი არ არის, რადგან როგორც დანიელი ამბობს, დაზიანებული საკომუნიკაციო საშუალებები და გზები „აღდგენით სამუშაოებს ძალიან ართულებს“. 20 აპრილისთვის 96 სახლის შეკეთება დასრულებული იყო, ხოლო 30 სახლის აღდგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

სმით მათურენი, პაიანისა და პეტიტ-რივერ-დე-ნიპის მოსახლეობის წარმომადგენლის მოადგილე პარლამენტში

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მოწმეების შრომა. პაიანისა და პეტიტ-რივერ-დე-ნიპის მოსახლეობის წარმომადგენლის მოადგილე პარლამენტში, სმით მათურენი, აღნიშნავს: «ძალიან ვაფასებ, რაც მოწმეებმა ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაზარალებულთათვის გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების უმთავრესი მიზანი სასიხარულო ცნობის ქადაგებაა, მათ დაზარალებულებს პრაქტიკული დახმარებაც აღმოუჩინეს. თქვენი წვლილი მართლაც ფასდაუდებელია!».

ჰაიტის ფილიალის კომიტეტის წარმომადგენელი ახალ სახურავს ათვალიერებს

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას კოორდინირებას უწევს უორიკში (ნიუ-იორკი) განთავსებული მსოფლიო მთავარი სამმართველოდან, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ჰაიტი: დანიელ ლაინე, ტელ. +509-2813-1560