ეკლესიასტე 12:1—14

  • „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (1—8).

  • შემკრების დასკვნა (9—14).

    • „ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა“ (11).

    • „ღვთისა გეშინოდეს“ (13).

12  გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში,+ სანამ დაგდგომია დამამწუხრებელი დღეები+ და წლები, როცა იტყვი, სიცოცხლე აღარ მიხარიაო,  სანამ დაბნელებულა მზე, მთვარე და ვარსკვლავები,+ სანამ თავსხმის მერე ისევ გამოჩენილა ღრუბელი*,  სანამ სახლის მცველები აკანკალებულან, ძალ-ღონით სავსე კაცები მოხრილან, დამფქველ ქალებს სიმცირის გამო მუშაობა შეუწყვეტიათ და სარკმლიდან მომზირალ ქალებს სიბნელე უხილავთ,+  სანამ ქუჩაში გამავალი კარები ჩაკეტილა, წისქვილის ხმა შესუსტებულა, კაცი ჩიტის ხმაზე წამომდგარა და მომღერალ ასულებს ხმა წასვლიათ,+  სანამ კაცს სიმაღლის შიში გასჩენია და ქუჩაში შიშს შეუპყრია, სანამ აყვავებულა ნუში+ და კუტკალია წალასლასებულა, კაპარი დამსკდარა, რადგან კაცი იმ სახლში წავა, სადაც დიდხანს იცხოვრებს,+ სანამ მგლოვიარეთ ქუჩაში უვლიათ,+  სანამ ვერცხლის ბაწარი გაწყვეტილა, ოქროს თასი დამსხვრეულა, დოქი წყაროზე გატეხილა და ჭის ბორბალი დამტვრეულა.  მაშინ მტვერი დაუბრუნდება მიწას,+ სადაც მანამდე იყო, სული* კი — ღმერთს, მის მბოძებელს.+  „ამაოებათა ამაოება! — თქვა შემკრებმა.+ — ყველაფერი ამაოებაა“.+  შემკრები თავადაც დაბრძენდა და ხალხსაც ასწავლიდა იმას, რაც იცოდა;+ ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა, რათა მრავალი იგავისთვის მოეყარა თავი.+ 10  შემკრები ცდილობდა, სასიამოვნო სიტყვები ეპოვა+ და ზედმიწევნით გადმოეცა ჭეშმარიტება. 11  ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა+ და მათ მიერ შეგროვებული გამონათქვამები — ჩაჭედებული ლურსმნებივით; ერთი მწყემსისგანაა ისინი. 12  შვილო, დანარჩენს ყველაფერს მოერიდე: წიგნების წერას ბოლო არ ექნება და მათზე გადაყოლა დამღლელია.+ 13  ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ღვთისა გეშინოდეს+ და მისი მცნებები დაიცავი,+ რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება!+ 14  ყველა საქმეს ღმერთი განსჯის, ყველაფერს, რაც დაფარულია, და შეაფასებს, კარგია თუ ცუდი.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „სანამ ისევ გამოჩენილა ღრუბელი თავსხმასთან ერთად“.
ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).