კანონი 34:1—12

  • იეჰოვა მოსეს აღთქმულ მიწას უჩვენებს (1—4).

  • მოსეს სიკვდილი (5—12).

34  წავიდა მოსე მოაბის ხრიოკი ველიდან და ავიდა ნებოს მთაზე,+ ფისგის წვერზე,+ იერიხონის მოპირდაპირედ.+ აჩვენა მას იეჰოვამ მთელი მიწა გალაადიდან დანამდე,+  ნაფთალის, ეფრემისა და მენაშეს მთელი მიწები, იუდას მთელი მიწა დასავლეთის ზღვამდე*,+  ნეგები+ და იორდანის მხარე,+ იერიხონის ველი, პალმების ქალაქი*, ცოარამდე.+  იეჰოვამ მას უთხრა: „აი ეს მიწა, რომელზეც აბრაამს, ისაკსა და იაკობს ფიცით აღვუთქვი, რომ მათ შთამომავალს მივცემდი.+ დაგანახვე, მაგრამ ვერ გადახვალ იქ“.+  იეჰოვას მსახური მოსე იქ მოკვდა, მოაბის მიწაზე, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები.+  დამარხა ღმერთმა იგი მოაბის მიწაზე, ველზე, ბეთ-ფეორის მოპირდაპირედ, და დღემდე არავინ იცის, სადაა მისი საფლავი.+  მოსე 120 წლისა იყო, როცა მოკვდა;+ თვალთ არ დაჰკლებია და ძალა არ გამოლევია.  ისრაელებმა მოსე 30 დღე იგლოვეს მოაბის ხრიოკ ველზე;+ დასრულდა გლოვისა და ტირილის დღეები.  იესო ნავეს ძე სავსე იყო სიბრძნით, რადგან მოსემ დაადო მას ხელი.+ უსმენდნენ მას ისრაელები და ისე იქცეოდნენ, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+ 10  აღარ გამოჩენილა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი,+ რომელთანაც ასე ახლოს იქნებოდა იეჰოვა.+ 11  იეჰოვას დავალებით მან მოახდინა სასწაულები მთელი ეგვიპტის მიწაზე, ფარაონისა და ყველა მისი მსახურის თვალწინ+ 12  ძლიერი ხელითა და შიშის მომგვრელი ძალით, რაც მთელმა ისრაელმა საკუთარი თვალით დაინახა.+

სქოლიოები

იგულისხმება ხმელთაშუა ზღვა.
იგულისხმება იერიხონი.