არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი მათეს სახარება

თავები

შინაარსი

  • 1

    • იესო ქრისტეს გენეალოგია (1—17).

    • ქრისტეს შობა (18—25).

  • 2

    • ასტროლოგების სტუმრობა (1—12).

    • გაქცევა ეგვიპტეში (13—15).

    • ჰეროდე პატარა ბიჭებს ხოცავს (16—18).

    • დაბრუნება ნაზარეთში (19—23).

  • 3

    • იოანე ნათლისმცემლის ქადაგება (1—12).

    • იესოს ნათლობა (13—17).

  • 4

    • ეშმაკი იესოს შეცდენას ცდილობს (1—11).

    • იესო იწყებს ქადაგებას გალილეაში (12—17).

    • იესო უხმობს პირველ მოწაფეებს (18—22).

    • იესო ქადაგებს, ასწავლის და კურნავს (23—25).

  • 5

    • მთაზე ქადაგება (1—48).

      • იესო მთაზე ქადაგებას იწყებს (1, 2).

      • ბედნიერების ცხრა პირობა (3—12).

      • „მარილი მიწისთვის“ და „ქვეყნიერების სინათლე“ (13—16).

      • იესო კანონის შესასრულებლად მოვიდა (17—20).

      • რჩევები რისხვაზე (21—26), მრუშობაზე (27—30), გაყრაზე (31, 32), ფიცზე (33—37), სამაგიეროს მიზღვაზე (38—42), მტრების სიყვარულზე (43—48).

  • 6

    • მთაზე ქადაგება (1—34).

      • „ერიდეთ სიმართლის ქმნას ხალხის თვალწინ“ (1—4).

      • როგორ ვილოცოთ (5—15).

        • ლოცვის ნიმუში (9—13).

      • მარხვა (16—18).

      • განძის მოგროვება ზეცაში და არა დედამიწაზე (19—24).

      • „ნუღარ წუხხართ“ (25—34).

        • „უპირველესად, ეძებეთ სამეფო“ (33).

  • 7

    • მთაზე ქადაგება (1—27).

      • „ნუღარ განსჯით“ (1—6).

      • ითხოვეთ, ეძებეთ და აკაკუნეთ (7—11).

      • ოქროს წესი (12).

      • ვიწრო ჭიშკარი (13, 14).

      • ხე ნაყოფით იცნობა (15—23).

      • კლდეზე და ქვიშაზე აშენებული სახლები (24—27).

    • ხალხს ანცვიფრებს იესოს ქადაგება (28, 29).

  • 8

    • კეთროვნის განკურნება (1—4).

    • ასისთავის რწმენა (5—13).

    • იესო მრავალს კურნავს კაპერნაუმში (14—17).

    • რა მოეთხოვება იესოს მიმდევარს (18—22).

    • იესო ქარს აცხრობს (23—27).

    • იესო დემონებს ღორების ჯოგში უშვებს (28—34).

  • 9

    • იესო დამბლადაცემულს კურნავს (1—8).

    • იესო მათეს უხმობს (9—13).

    • იესოს მარხვის შესახებ ეკითხებიან (14—17).

    • იაიროსის ქალიშვილი; ქალი ეხება იესოს მოსასხამს (18—26).

    • იესო უსინათლოებს და მუნჯს კურნავს (27—34).

    • „სამკალი ბევრია, მომკელები კი ცოტანი არიან“ (35—38).

  • 10

    • თორმეტი მოციქული (1—4).

    • მითითებები მსახურებისთვის (5—15).

    • იესო მოწაფეებს დევნის შესახებ აფრთხილებს (16—25).

    • იესო მოწაფეებს მოუწოდებს, რომ ადამიანებისა კი არა, ღვთისა ეშინოდეთ (26—31).

    • „მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი“ (32—39).

    • „ვინც თქვენ გიღებთ, ის მეც მიღებს“ (40—42).

  • 11

    • იესო აქებს იოანე ნათლისმცემელს (1—15).

    • იესო კიცხავს გულგრილ თაობას (16—24).

    • იესო განადიდებს მამას, რადგან ის თავმდაბლებს სწყალობს (25—27).

    • იესოს უღელი ადვილი სატარებელია (28—30).

  • 12

    • იესო „შაბათის უფალია“ (1—8).

    • ხელგამხმარი კაცის განკურნება (9—14).

    • ღვთის საყვარელი მსახური (15—21).

    • იესო დემონებს წმინდა სულის დახმარებით დევნის (22—30).

    • მიუტევებელი ცოდვა (31, 32).

    • „ხე ნაყოფით იცნობა“ (33—37).

    • იონას ნიშანი (38—42).

    • რა ხდება, როცა უწმინდური სული ბრუნდება (43—45).

    • იესოს დედა და ძმები (46—50).

  • 13

    • იგავები სამეფოს შესახებ (1—52).

      • მთესველი (1—9).

      • რატომ ჰყვება იესო იგავებს (10—17).

      • იგავის ახსნა მთესველის შესახებ (18—23).

      • ხორბალი და სარეველა (24—30).

      • მდოგვის მარცვალი და საფუარი (31—33).

      • სრულდება წინასწარმეტყველება, რომ იესო იგავებით ილაპარაკებდა (34, 35).

      • იგავის ახსნა ხორბლისა და სარეველას შესახებ (36—43).

      • დამალული განძი და ძვირფასი მარგალიტი (44—46).

      • ზღვაში მოსროლილი ბადე (47—50).

      • ახალი და ძველი განძეული (51, 52).

    • იესოს მშობლიურ მხარეში არ იღებენ (53—58).

  • 14

    • იოანე ნათლისმცემელს თავს ჰკვეთენ (1—12).

    • იესო 5 000 კაცს აპურებს (13—21).

    • ზღვაზე სვლით მიმავალი იესო (22—33).

    • იესო კურნავს ხალხს გენესარეთში (34—36).

  • 15

    • იესო გმობს ადამიანურ ადათ-წესებს (1—9).

    • ადამიანს ის ბილწავს, რაც გულიდან გამოდის (10—20).

    • ფინიკიელი ქალის დიდი რწმენა (21—28).

    • იესო უამრავ სნეულებას კურნავს (29—31).

    • იესო 4 000 კაცს აპურებს (32—39).

  • 16

    • იესოს სთხოვენ, ნიშანი გვიჩვენეო (1—4).

    • ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარი (5—12).

    • სამეფოს გასაღებები (13—20).

      • იესო კლდეზე ააშენებს კრებას (18).

    • იესო საუბრობს თავის სიკვდილზე (21—23).

    • რა არის საჭირო იესოს მიმდევრობისთვის (24—28).

  • 17

    • იესოს ფერისცვალება (1—13).

    • მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა (14—21).

    • იესო კვლავ თავის სიკვდილზე საუბრობს (22, 23).

    • იესო ბაჟს თევზის პირში ნაპოვნი სტატერით იხდის (24—27).

  • 18

    • ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში (1—6).

    • დაბრკოლებები (7—11).

    • იგავი გზააბნეულ ცხვარზე (12—14).

    • როგორ შევიძინოთ ძმა (15—20).

    • იგავი უმოწყალო მონაზე (21—35).

  • 19

    • ქორწინება და გაყრა (1—9).

    • დაუქორწინებლობის ძღვენი (10—12).

    • იესო ბავშვებს აკურთხებს (13—15).

    • მდიდარი ახალგაზრდა კითხვას უსვამს იესოს (16—24).

    • სამეფოსთვის გაღებული მსხვერპლი (25—30).

  • 20

    • ვენახში მომუშავეები ერთნაირ გასამრჯელოს იღებენ (1—16).

    • იესო კვლავ თავის სიკვდილზე საუბრობს (17—19).

    • ზებედეს ვაჟების დედის სათხოვარი (20—28).

      • იესომ მრავალი უნდა გამოისყიდოს (28).

    • ორი უსინათლოს განკურნება (29—34).

  • 21

    • იესოს საზეიმო შესვლა იერუსალიმში (1—11).

    • იესო ტაძრიდან ყრის გამყიდველებს (12—17).

    • ლეღვის ხის დაწყევლა (18—22).

    • იესოს უფლებამოსილებას ეჭვქვეშ აყენებენ (23—27).

    • იგავი ორ შვილზე (28—32).

    • იგავი ბოროტ მევენახეებზე (33—46).

      • დაწუნებული კუთხის თავში დასადები ქვა (42).

  • 22

    • იგავი საქორწილო ნადიმზე (1—14).

    • ღმერთი და კეისარი (15—22).

    • კითხვა აღდგომის შესახებ (23—33).

    • ორი უდიდესი მცნება (34—40).

    • დავითის ძეა ქრისტე? (41—46).

  • 23

    • რატომ არ უნდა მიჰბაძონ მწიგნობრებსა და ფარისევლებს (1—12).

    • ვაი მწიგნობრებსა და ფარისევლებს! (13—36).

    • იესო დასტირის იერუსალიმს (37—39).

  • 24

    • ქრისტეს მოსვლის ნიშანი (1—51).

      • ომები, საკვების უკმარისობა და მიწისძვრები (7).

      • სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (14).

      • დიდი გასაჭირი (21, 22).

      • კაცის ძის ნიშანი (30).

      • ლეღვის ხე (32—34).

      • „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოვა“ (37—39).

      • იფხიზლეთ (42—44).

      • ერთგული მონა და ბოროტი მონა (45—51).

  • 25

    • ქრისტეს მოსვლის ნიშანი (1—46).

      • იგავი ათ ქალწულზე (1—13).

      • იგავი ტალანტებზე (14—30).

      • ცხვრები და თხები (31—46).

  • 26

    • მღვდლები იესოს მოკვლას გეგმავენ (1—5).

    • იესოს ძვირფას ნელსაცხებელს სცხებენ (6—13).

    • უკანასკნელი პასექი და იუდას ღალატი (14—25).

    • უფლის ვახშმის დაწესება (26—30).

    • იესო პეტრეს ეუბნება, რომ სამჯერ უარყოფს (31—35).

    • იესო ლოცულობს გეთსემანეს ბაღში (36—46).

    • იესოს შეპყრობა (47—56).

    • იესო სინედრიონის წინაშე (57—68).

    • პეტრე უარყოფს იესოს (69—75).

  • 27

    • იესო პილატესთან მიჰყავთ (1, 2).

    • იუდა თავს იკლავს (3—10).

    • იესო პილატეს წინაშე (11—26).

    • იესოს საჯაროდ შეურაცხყოფენ (27—31).

    • იესოს ძელზე აკრავენ გოლგოთაზე (32—44).

    • იესოს სიკვდილი (45—56).

    • იესოს დამარხვა (57—61).

    • იესოს სამარხს დაცვას უყენებენ (62—66).

  • 28

    • იესოს აღდგომა (1—10).

    • ჯარისკაცების მოსყიდვა ტყუილის გასავრცელებლად (11—15).

    • იესოს დავალება ხალხის მოწაფეებად მომზადების შესახებ (16—20).