რიცხვები 33:1—56

  • ისრაელთა გადაადგილება უდაბნოში (1—49).

  • მითითებები ქანაანის დასაპყრობად (50—56).

33  ეგვიპტიდან+ რაზმებად გამოსული ისრაელები+ მოსესა და აარონის ხელმძღვანელობით გადაადგილდებოდნენ.+  იწერდა მოსე იმ ადგილების სახელებს, სადაც იეჰოვას ბრძანებისამებრ გადაადგილდებოდნენ. აი, საიდან სად გადაადგილდებოდნენ ისინი:+  პირველი თვის მე-15 დღეს+ დაიძრნენ რამსესიდან.+ თავაწეულნი გამოვიდნენ ისრაელები პასექის+ მე-2 დღეს ეგვიპტელთა თვალწინ.  იმ დროს ეგვიპტელები იეჰოვას მიერ დახოცილ პირმშოებს+ მარხავდნენ, რადგან აღასრულა იეჰოვამ განაჩენი მათ ღმერთებზე.+  დაიძრნენ ისრაელები რამსესიდან და სუქოთში+ დაბანაკდნენ.  დაიძრნენ სუქოთიდან და ეთამში,+ უდაბნოს პირას, დაბანაკდნენ.  დაიძრნენ ეთამიდან, წავიდნენ ქვემოთ ფი-ჰახიროთისკენ, რომელიც ბაალ-ცეფონიდან+ მოჩანს, და მიგდოლის+ წინ დაბანაკდნენ.  დაიძრნენ ფი-ჰახიროთიდან, გადაკვეთეს ზღვა+ და უდაბნოსკენ+ გაემართნენ. სამი დღე იარეს ეთამის უდაბნოში+ და მარაში+ დაბანაკდნენ.  დაიძრნენ მარიდან და მივიდნენ ელიმში. ელიმში 12 წყარო და 70 პალმის ხე იყო, და იქ დაბანაკდნენ.+ 10  დაიძრნენ ელიმიდან და წითელ ზღვასთან დაბანაკდნენ. 11  დაიძრნენ წითელი ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.+ 12  დაიძრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ. 13  დაიძრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ. 14  დაიძრნენ ალუშიდან და რეფიდიმში+ დაბანაკდნენ, სადაც არ იყო სასმელი წყალი. 15  დაიძრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ.+ 16  დაიძრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში+ დაბანაკდნენ. 17  დაიძრნენ კიბროთ-ჰათაავიდან და ხაცეროთში დაბანაკდნენ.+ 18  დაიძრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ. 19  დაიძრნენ რითმიდან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ. 20  დაიძრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ. 21  დაიძრნენ ლიბნიდან და რისაში დაბანაკდნენ. 22  დაიძრნენ რისიდან და კეჰელათაში დაბანაკდნენ. 23  დაიძრნენ კეჰელათიდან და შაფერის მთასთან დაბანაკდნენ. 24  დაიძრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ. 25  დაიძრნენ ხარადიდან და მაკელოთში დაბანაკდნენ. 26  დაიძრნენ+ მაკელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ. 27  დაიძრნენ თახათიდან და თერახში დაბანაკდნენ. 28  დაიძრნენ თერახიდან და მითკაში დაბანაკდნენ. 29  დაიძრნენ მითკიდან და ხაშმონაში დაბანაკდნენ. 30  დაიძრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ. 31  დაიძრნენ მოსეროთიდან და ბენე-იააკანში დაბანაკდნენ.+ 32  დაიძრნენ ბენე-იააკანიდან და ხორ-ჰაგიდგადში დაბანაკდნენ. 33  დაიძრნენ ხორ-ჰაგიდგადიდან და იოტბათაში+ დაბანაკდნენ. 34  დაიძრნენ იოტბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ. 35  დაიძრნენ აბრონიდან და ეციონ-გებერში+ დაბანაკდნენ. 36  დაიძრნენ ეციონ-გებერიდან და ცინის უდაბნოში,+ კადეშში, დაბანაკდნენ. 37  დაიძრნენ კადეშიდან და ჰორის მთასთან+ დაბანაკდნენ, ედომის მიწის საზღვარზე. 38  ავიდა აარონ მღვდელი იეჰოვას ბრძანებისამებრ ჰორის მთაზე და იქ მოკვდა ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის მე-40 წელს, მე-5 თვის პირველ დღეს.+ 39  აარონი 123 წლისა იყო, როცა ჰორის მთაზე მოკვდა. 40  გაიგო არადის მეფემ,+ რომელიც ქანაანელი იყო და ქანაანის მიწაზე, ნეგებში, ცხოვრობდა, რომ ისრაელები მოდიოდნენ. 41  დაიძრნენ ისრაელები ჰორის მთიდან+ და ცალმონაში დაბანაკდნენ. 42  დაიძრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ. 43  დაიძრნენ ფუნონიდან და ობოთში+ დაბანაკდნენ. 44  დაიძრნენ ობოთიდან და იე-აბარიმში, მოაბის+ საზღვართან, დაბანაკდნენ. 45  დაიძრნენ იიმიდან* და დიბონ-გადში+ დაბანაკდნენ. 46  დაიძრნენ დიბონ-გადიდან და ალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ. 47  დაიძრნენ ალმონ-დიბლათაიმიდან და ნებოს+ წინ აბარიმის მთებში+ დაბანაკდნენ. 48  ბოლოს დაიძრნენ აბარიმის მთებიდან და მოაბის ხრიოკ ველზე იორდანესთან, იერიხონის მახლობლად,+ დაბანაკდნენ. 49  იორდანესთან, მოაბის ხრიოკ ველზე, ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე+ იყვნენ დაბანაკებულნი. 50  შემდეგ იეჰოვამ მოსეს, რომელიც მოაბის ხრიოკ ველზე იორდანესთან, იერიხონის მახლობლად იყო დაბანაკებული, უთხრა: 51  «გადაეცი ისრაელებს: „როცა იორდანეს გადაკვეთთ და ქანაანის მიწაზე შეხვალთ,+ 52  განდევნეთ იმ მიწის ყველა მკვიდრი, გაანადგურეთ მათი ქვის ფიგურები+ და ლითონის ქანდაკებები+ და მოსპეთ მათი სათაყვანო მაღლობები.+ 53  დაეპატრონეთ იმ მიწას და იცხოვრეთ მასზე, რადგან თქვენ გაძლევთ.+ 54  მიწა შტოებმა წილისყრით დაინაწილეთ.+ დიდმა შტომ დიდი სამკვიდრო მიიღოს და პატარამ — პატარა.+ ვისაც სად შეხვდება წილისყრით მიწა, იქ დამკვიდრდეს. მიწა თქვენ-თქვენი ტომების მიხედვით დაინაწილეთ.+ 55  თუ დატოვებთ იმ მიწის მკვიდრთ და არ განდევნით,+ ეკლად გექცევიან თვალებსა და ფერდებში და შეგავიწროებენ იქ, სადაც იცხოვრებთ,+ 56  და რაც მათთვის განვიზრახე, თქვენ დაგმართებთ“».+

სქოლიოები

სავარაუდოდ, იე-აბარიმის შემოკლებული ფორმა.