მატიანე — წიგნი პირველი 15:1—29

  • ლევიანებს კიდობანი იერუსალიმში გადააქვთ (1—29).

    • მიქალი ამცირებს დავითს (29).

15  კვლავაც იშენებდა სახლებს დავითი თავისივე სახელით წოდებულ ქალაქში. მან ღვთის კიდობნისთვისაც მოამზადა ადგილი და კარავი დაუდგა მას.+  მაშინ თქვა დავითმა: „ლევიანთა გარდა არავინ ატაროს ღვთის კიდობანი, რადგან იეჰოვამ ისინი ამოირჩია, რომ იეჰოვას კიდობანი ეტარებინათ და მარადიულად მისი მსახურები ყოფილიყვნენ“.+  მთელი ისრაელი შეკრიბა დავითმა იერუსალიმში, რომ იეჰოვას კიდობანი მისთვის გამზადებულ ადგილას გადმოეტანათ.+  შეკრიბა დავითმა აარონის შთამომავლები+ და სხვა ლევიანები:+  კეჰათელთაგან — მთავარი ურიელი და მისი მოძმე 120 კაცი;  მერარელთაგან — მთავარი ასაია+ და მისი მოძმე 220 კაცი;  გერშომელთაგან — მთავარი იოელი+ და მისი მოძმე 130 კაცი;  ელიცაფანის+ შთამომავალთაგან — მთავარი შემაია და მისი მოძმე 200 კაცი;  ხებრონის შთამომავალთაგან — მთავარი ელიელი და მისი მოძმე 80 კაცი; 10  უზიელის+ შთამომავალთაგან — მთავარი ამინადაბი და მისი მოძმე 112 კაცი. 11  მოუხმო დავითმა მღვდლებს, ცადოკსა+ და აბიათარს,+ და ლევიანებს — ურიელს, ასაიას, იოელს, შემაიას, ელიელსა და ამინადაბს, 12  და უთხრა მათ: „თქვენ ხართ ლევიანების საგვარეულოთა თავკაცები! განიწმინდეთ თქვენც და თქვენი მოძმენიც და გადმოიტანეთ იეჰოვას, ისრაელის ღვთის, კიდობანი იმ ადგილზე, მისთვის რომ მოვამზადე. 13  პირველ ჯერზე+ წესისა და რიგისამებრ არ მოვიქეცით+ და თქვენ არ წამოგაღებინეთ კიდობანი, ამიტომაც განგვირისხდა იეჰოვა,+ ჩვენი ღმერთი!“ 14  განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანები იეჰოვას, ისრაელის ღვთის, კიდობნის წამოსაღებად. 15  მაშინ ლევიანებმა კეტებით მხრებზე შეიდგეს და ისე წამოიღეს ღვთის კიდობანი,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით. 16  უბრძანა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი მოძმეები, მგალობლები, დაეყენებინათ, რათა მათ სიხარულით ეგალობათ ქნარების,+ სხვა სიმებიანი საკრავებისა და წინწილების+ თანხლებით. 17  ლევიანებმა დააყენეს თავიანთ მოძმეთაგან ჰემანი,+ იოელის ძე, და ასაფი,+ ბერექიას ძე, მერარის შთამომავალთაგან კი — ეთანი,+ კუშაიას ძე. 18  მათთან ერთად დააყენეს მათი მოძმენი მეორე ჯგუფიდან:+ ზაქარია, ბენი, იააზიელი, შემირამოთი, იეხიელი, უნი, ელიაბი, ბენაია, მაასეია, მათითია, ელიფელეჰუ, მიკნეია და კარიბჭის მცველები — ობედ-ედომი და იეიელი. 19  მგალობლებს — ჰემანს,+ ასაფსა+ და ეთანს — სპილენძის წინწილები უნდა დაეკრათ.+ 20  ზაქარია, აზიელი, შემირამოთი, იეხიელი, უნი, ელიაბი, მაასეია და ბენაია ალამოთში*+ აწყობილ სიმებიან საკრავებს უკრავდნენ. 21  მათითია,+ ელიფელეჰუ, მიკნეია, ობედ-ედომი, იეიელი და აზაზია ხელმძღვანელები იყვნენ და შემინითში*+ აწყობილ ქნარებს უკრავდნენ. 22  ქენანია+ იმ ლევიანებს მეთაურობდა, რომლებსაც კიდობნის ტარება ევალებოდათ, რადგან დახელოვნებული იყო ამ საქმეში. 23  ბერექია და ელკანა კიდობნის მცველები იყვნენ. 24  კიდობნის მცველები იყვნენ ობედ-ედომი და იეხიაც. მღვდლები — შებანია, იოშაფატი, ნეთანელი, ამასაი, ზაქარია, ბენაია და ელიეზერი — ღვთის კიდობნის+ წინ საყვირებს აყვირებდნენ. 25  დავითი ისრაელის უხუცესებთან და ათასისთავებთან ერთად მიჰყვებოდა მათ, რომ ობედ-ედომის+ სახლიდან ზარ-ზეიმით წამოეღოთ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი.+ 26  შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი შესწირეს მსხვერპლად ლევიანებმა ღმერთს, რადგან ის დაეხმარა მათ იეჰოვას შეთანხმების კიდობნის გადმოტანაში.+ 27  ძვირფასი მოსასხამები ემოსათ დავითს, ყველა ლევიანს, რომლებსაც კიდობანი მოჰქონდათ, მგალობლებსა და ქენანიას, რომელიც კიდობნის მზიდავ მგალობლებს ხელმძღვანელობდა; დავითს სელის ეფოდიც ემოსა.+ 28  მხიარული ყიჟინით+ მოჰქონდათ ისრაელებს იეჰოვას შეთანხმების კიდობანი სხვადასხვანაირი საყვირებისა+ და წინწილების თანხლებით და ხმამაღლა უკრავდნენ ქნარებსა და სხვა სიმებიან საკრავებს.+ 29  როცა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი დავითის ქალაქში მიიტანეს,+ საულის ასულმა მიქალმა+ სარკმლიდან გადმოიხედა და დაინახა მეფე, რომელიც ხტოდა და ზეიმობდა, და დამცირდა იგი მის თვალში.+