მატიანე — წიგნი მეორე 3:1—17

  • სოლომონი ტაძრის მშენებლობას იწყებს (1—7).

  • წმინდათაწმინდა (8—14).

  • სპილენძის ორი სვეტი (15—17).

3  დაიწყო სოლომონმა იეჰოვას ტაძრის შენება+ იერუსალიმში, მორიას მთაზე,+ სადაც იეჰოვა გამოეცხადა მამამისს, დავითს,+ იმ ადგილზე, რომელიც დავითმა იებუსელი ორნანის კალოზე+ მოამზადა.  მან მშენებლობა დაიწყო თავისი მეფობის მე-4 წლის მე-2 თვის მე-2 დღეს.  სოლომონის მიერ ღვთის ტაძრისთვის ჩაყრილი საძირკველი სიგრძით 60 წყრთა იყო, სიგანით კი — 20 წყრთა,+ ძველი საზომით*.  წინკარის სიგრძე ტაძრის სიგანის მსგავსად 20 წყრთა იყო, სიმაღლე კი — 20*. მან შიგნიდან ხალასი ოქროთი მოავარაყა ის.+  დიდი დარბაზი სოლომონმა ღვიის ხით მოაპირკეთა, შემდეგ კი ხალასი ოქროთი მოავარაყა,+ მასზე პალმები ამოკვეთა+ და ჯაჭვები გაუკეთა.+  ტაძარი ძვირფასი ქვებით შეამკო;+ ოქრო+ ფარვაიმიდან იყო ჩამოტანილი.  მან ოქროთი მოავარაყა ტაძარი, მისი კოჭები, ზღურბლები, კედლები და კარები;+ კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა.+  მან გააკეთა წმინდათაწმინდა.+ მისი სიგრძე ტაძრის სიგანის მსგავსად 20 წყრთა იყო, სიგანეც — 20 წყრთა. მან ის 600 ტალანტი* ხალასი ოქროთი მოავარაყა.+  ლურსმნებისთვის გამოყენებული ოქროს წონა 50 შეკელი* იყო. მან ზედა ოთახებიც ოქროთი მოავარაყა. 10  წმინდათაწმინდისთვის მან ორი ქერუბიმი გააკეთა და ოქროთი მოავარაყა.+ 11  ქერუბიმების ფრთების+ სიგრძე ერთად 20 წყრთა იყო; პირველი ქერუბიმის ერთი ფრთა 5 წყრთა იყო და ტაძრის კედელს სწვდებოდა, მეორე ფრთაც 5 წყრთა იყო და მეორე ქერუბიმის ფრთას სწვდებოდა. 12  მეორე ქერუბიმის ერთი ფრთაც 5 წყრთა იყო და ტაძრის კედელს სწვდებოდა, მეორე ფრთაც 5 წყრთა იყო და პირველი ქერუბიმის ფრთას სწვდებოდა. 13  ქერუბიმებს ფრთები 20 წყრთაზე ჰქონდათ გაშლილი. ისინი ფეხზე იდგნენ და დიდი დარბაზისკენ* იყურებოდნენ. 14  მან დაამზადა ფარდა+ ძვირფასი ქსოვილის, იისფერი მატყლის, ლურჯი და შინდისფერი ძაფებისგან, და მასზე ქერუბიმები ამოქარგა.+ 15  ტაძრის წინ დასადგმელად 35 წყრთა სიმაღლის ორი სვეტი გააკეთა,+ თითოეულის ბუღაური 5 წყრთა იყო.+ 16  მან ჯაჭვები გააკეთა და სვეტებს ზემოთ შემოავლო; გააკეთა 100 ბროწეულიც და ჯაჭვებს მიამაგრა. 17  სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ; მარჯვენას იაქინი* უწოდა, მარცხენას კი — ბოაზი*.

სქოლიოები

ჩვეულებრივ, წყრთა შეადგენდა 44,5 სმ-ს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ „ძველ საზომში“ იგულისხმება გრძელი წყრთა, რაც 51,8 სმ-ს უდრიდა. იხ. დანართი ბ14.
ამ ვარიანტს მხარს უჭერს ზოგიერთი ხელნაწერი და თარგმანი, თუმცა ზოგ ძველ ხელნაწერში ვხვდებით რიცხვ 120-ს.
ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ დანართი ბ14.
იგულისხმება წმინდა.
ნიშნავს: „დაე მან [იეჰოვამ] განამტკიცოს“.
შესაძლოა ნიშნავდეს: „ძალით“.