მატიანე — წიგნი მეორე 4:1—22

  • სამსხვერპლო, მრგვალი აუზი და ათი მომცრო აუზი (1—6).

  • სალამპრეები, მაგიდები და ეზოები (7—11ა).

  • ტაძრის ნივთების დამზადება (11ბ—22).

4  მან გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო+ სიგრძით 20 წყრთა*, სიგანით 20 წყრთა და სიმაღლით 10 წყრთა.  ჩამოასხა დიდი მრგვალი აუზი*,+ რომელიც კიდიდან კიდემდე 10 წყრთა იყო; აუზი სიმაღლით 5 წყრთა იყო და გარშემო 30 წყრთა თოკი შემოსწვდებოდა.+  აუზის გარშემო გოგრები იყო გამოსახული,+ წყრთაზე — 10; ეს გოგრები აუზთან ერთად იყო ჩამოსხმული ორ მწკრივად.  აუზი 12 ხარზე იდგა.+ სამი მათგანი ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, სამი — დასავლეთისკენ, სამი — სამხრეთისკენ და სამიც — აღმოსავლეთისკენ. მათ აუზი ზურგზე ედგათ, ხოლო გავა აუზის შუაგულისკენ ჰქონდათ მიქცეული.  აუზის კედელი ხელისგულის სიგანისა* იყო; კიდე თასის კიდესავით ჰქონდა, შროშანს წააგავდა. ის 3 000 ბათ* წყალს იტევდა.  მან ათი მომცრო აუზიც გააკეთა, ხუთი ტაძრის მარჯვნივ დადგა, ხუთიც — მარცხნივ;+ დასაწვავი მსხვერპლის შეწირვისას მათში ირეცხებოდა ყველაფერი,+ დიდი აუზი კი იმისთვის იყო, რომ მღვდლებს ხელ-ფეხი დაებანათ.+  დაამზადა ათი ოქროს სალამპრე,+ ისეთი, როგორიც მითითებული ჰქონდა,+ და ტაძარში დადგა; ხუთი — მარჯვნივ და ხუთიც — მარცხნივ.+  გააკეთა ათი მაგიდა და ტაძარში დადგა, ხუთი — მარჯვნივ და ხუთიც — მარცხნივ;+ მან 100 ოქროს ჯამიც გააკეთა.  გამოყო მღვდლების ეზო+ და დიდი ეზო.+ ეზოს გაუკეთა კარები და სპილენძით მოჭედა. 10  დიდი აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაძრის მარჯვენა მხარეს დადგა.+ 11  გააკეთა ხირამმა ქვაბები, ნიჩბები და ჯამები.+ დაასრულა ხირამმა ღვთის ტაძრის სამუშაოები, მეფე სოლომონს რომ ჰქონდა დავალებული მისთვის. აი, რა გააკეთა მან:+ 12  ორი სვეტი+ და ორი თასისებური ბუღაური, ორი ბადე სვეტების+ ორი თასისებური ბუღაურისთვის, 13  400 ბროწეული+ ორი ბადისთვის, ორი მწკრივი თითოეული ბადისთვის, სვეტების თასისებურ ბუღაურებზე შემოსავლებად;+ 14  10 საზიდარი და ზედ 10 აუზი,+ 15  ერთი დიდი აუზი და მის ქვეშ 12 ხარი,+ 16  ქვაბები, ნიჩბები, ჩანგლები+ და ყველა სხვა ნივთი მბზინვარე სპილენძისგან გაუკეთა ხირამ-აბივმა+ მეფე სოლომონს იეჰოვას ტაძრისთვის. 17  მეფემ ისინი იორდანის მხარეში სუქოთსა+ და ცერედას შორის ჩამოასხა თიხის ყალიბებში. 18  სოლომონმა დიდი რაოდენობით დაამზადა ეს ნივთები, რადგან აუწონელი სპილენძი ჰქონდა.+ 19  აი ეს ნივთები დაამზადა სოლომონმა+ ღვთის ტაძრისთვის: ოქროს სამსხვერპლო,+ მაგიდები+ წარსადგენი პურის დასაწყობად,+ 20  ხალასი ოქროს სალამპრეები+ ლამპრებითურთ, რათა წესისამებრ აენთოთ ისინი შიდა ოთახის წინ. 21  ხალასი ოქროთი გააკეთა ყვავილებიც, ლამპრებიცა და მაშებიც; 22  პატრუქის საქრობები, ჯამები, თასები და საცეცხლურებიც ხალასი ოქროსი იყო; ოქროსივე იყო ტაძრის შესასვლელი, შიდა კარები წმინდათაწმინდაში შესასვლელად+ და ტაძრის დარბაზის კარები.+

სქოლიოები

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „ზღვა“.
დაახლ. 7,5 სმ. იხ. დანართი ბ14.
ბათი უდრიდა 22 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.