არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

4 | ბიბლია პრაქტიკულ დახმარებას გვთავაზობს

4 | ბიბლია პრაქტიკულ დახმარებას გვთავაზობს

ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘᲐ: „მთელი წმინდა წერილი . . . სასარგებლოა“ (2 ᲢᲘᲛᲝᲗᲔ 3:16).

არსი

ბიბლია პრაქტიკულ და სასარგებლო რჩევებს გვთავაზობს მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო წიგნი არ არის. მასში ჩაწერილი რჩევები მენტალურ პრობლემებთან ბრძოლაშიც გვეხმარება. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

როგორ გვეხმარება ბიბლიური რჩევები

„ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (ᲛᲐᲗᲔ 9:12).

ბიბლია არ ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ზოგჯერ შეიძლება სამედიცინო დახმარება დაგვჭირდეს. ბევრს მდგომარეობა შეუმსუბუქა იმან, რომ დახმარებისთვის ექიმს მიმართა და მეტი გაიგო თავის დაავადებასა და მასთან ბრძოლის გზებზე.

„ფიზიკური ვარჯიში . . . სასარგებლოა“ (1 ᲢᲘᲛᲝᲗᲔ 4:8).

თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება სასარგებლო ჩვევების განვითარება. ამაში იგულისხმება რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება და საკმარისი ძილი.

„მხიარული გული მკურნალივითაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“ (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 17:22).

ბიბლიიდან გამამხნევებელი მონაკვეთების კითხვა და რეალური მიზნების დასახვა განწყობას აგიმაღლებთ; დადებითი და იმედიანი განწყობა კი ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და გაგიადვილებთ მენტალურ პრობლემებთან ბრძოლას.

„მოკრძალებული კი ბრძენია“ (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 11:2).

შეიძლება შენიშნოთ, რომ ძალა არ გყოფნით, ყველაფერს გაართვათ თავი; ამიტომ უარს ნუ იტყვით დახმარებაზე. ოჯახის წევრებს და მეგობრებს შეიძლება ძალიან უნდათ თქვენი დახმარება, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. უთხარით, რაში გჭირდებათ თანადგომა, თუმცა გაითვალისწინეთ მათი შესაძლებლობები და მეტისმეტს ნუ მოსთხოვთ. ყოველთვის მადლიერი იყავით გაწეული დახმარებისთვის.

როგორ გამოადგა ზოგს ბიბლიური რჩევა

„ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს, ამიტომ ექიმს მივმართე, რომელმაც სწორი დიაგნოზი დამისვა. გავიგე, რა პრობლემა მქონდა, მკურნალობის რა მეთოდები არსებობდა და როგორ მეზრუნა უკეთ ჩემს ჯანმრთელობაზე“, — ნიკოლი, a რომელსაც ბიპოლარული აშლილობა აქვს.

„დილაობით მეუღლესთან ერთად ბიბლიას ვკითხულობ, რაც მთელი დღის მანძილზე პოზიტიურ განწყობას მინარჩუნებს. როცა რთული პერიოდი მიდგას, ბიბლიის კითხვისას ისეთი მუხლი მხვდება ხოლმე, რაც იმ მომენტში ძალიან მჭირდება“, — პიტერი, რომელსაც დეპრესია აქვს.

„ძალიან მრცხვენოდა ჩემს პრობლემაზე სხვებთან საუბარი, მაგრამ მყავდა ახლო მეგობარი, რომელიც ყოველთვის ყურადღებით მისმენდა და თანამიგრძნობდა. მისი დახმარებით გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს; ვიცი, რომ მარტო არ ვარ“, — ჯიუ, რომელსაც კვებითი აშლილობა აქვს.

„ბიბლია დამეხმარა, რომ შრომასა და დასვენებაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი მქონოდა. მასში ჩაწერილი სიბრძნის წყალობით ემოციურ პრობლემებსაც გავუმკლავდი, რაც ერთ დროს მთასავით გადაულახავი მეჩვენებოდა“, — ტიმოთი, რომელსაც აკვიატებული მდგომარეობის ნევროზი აქვს.

a ზოგი სახელი შეცვლილია.