რას გრძნობს ღმერთი, როცა ვიტანჯებით?
ზოგს ჰგონია, რომ ღმერთი არც ჩვენს ტანჯვას ამჩნევს და არც გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი გასაჭირი.
ᲐᲘ, ᲠᲐᲡ ᲒᲕᲘᲛᲟᲦᲐᲕᲜᲔᲑᲡ ᲑᲘᲑᲚᲘᲐ:
ღმერთი ამჩნევს კიდეც და გულთან ახლოსაც მიაქვს ჩვენი გასაჭირი.
„დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ბოროტება . . . და გული ეტკინა“ (დაბადება 6:5, 6).
ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას.
„ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).
რას იზრახავს ღმერთი ჩვენთვის?
„ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას; მინდა, რომ მომავლის იმედი გქონდეთ. მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ“ (იერემია 29:11, 12).
„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).