არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

ყველა ლოცვას პასუხობს ღმერთი?

რას ფიქრობთ, ვის ლოცვას პასუხობს ღმერთი?

  • ყველას

  • ზოგის

  • არავის

რას ასწავლის ბიბლია?

„იეჰოვა ახლოს არის ყველასთან . . . ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას“ (ფსალმუნი 145:18).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ღმერთი არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც განზრახ ეწინააღმდეგება მის ნებას (ესაია 1:15). თუმცა ასეთებს შეუძლიათ ღმერთთან კარგი ურთიერთობის აღდგენა, თუ შეიცვლიან ცხოვრების წესს (ესაია 1:18).

  • ღმერთმა ლოცვებზე რომ გვიპასუხოს, მისი მოთხოვნების თანახმად უნდა მოვიქცეთ, რომელთაც ბიბლიიდან ვეცნობით (1 იოანე 5:14).

აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ვილოცებთ?

ზოგის აზრით, ლოცვის დროს მუხლი უნდა გვქონდეს მოდრეკილი, თავი დახრილი ან ხელისგულები ერთმანეთზე მიდებული. თქვენც ეთანხმებით ამ აზრს?

რას ასწავლის ბიბლია?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღვთის მსახურები სხვადასხვა მდგომარეობაში ლოცულობდნენ და ღმერთმაც შეისმინა მათი სათხოვარი. მაგალითად, ლოცვის დროს ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, ზოგიც დამხობილი ან მუხლმოდრეკილი იყო (1 მატიანე 17:16; 2 მატიანე 30:27; ეზრა 10:1; საქმეები 9:40). ასე რომ, ღმერთისთვის არა აქვს მნიშვნელობა, რა პოზაში ვილოცებთ.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ღმერთი თავმდაბალი ადამიანების ლოცვებს ისმენს (ფსალმუნი 138:6).

  • თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ენაზე მიმართოთ ღმერთს ლოცვით. იგი გულში წარმოთქმულ ლოცვებსაც ისმენს (2 მატიანე 6:32, 33; ნეემია 2:1—6).