არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გმადლობთ იმისათვის, რომ ასე გიყვართ ხალხი!“

„გმადლობთ იმისათვის, რომ ასე გიყვართ ხალხი!“

„გმადლობთ იმისათვის, რომ ასე გიყვართ ხალხი!“

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის რუსეთიდან

▪ აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქ ჩიტაში იეჰოვას მოწმეები სამეფო დარბაზის აშენებამდე ქრისტიანული შეხვედრების ჩასატარებლად სკოლის საკლასო ოთახში იკრიბებოდნენ. მოწმეებმა გაარემონტეს საკლასო ოთახი; ისინი სისუფთავეს იცავდნენ და სხვების მიმართ სიკეთესა და თავაზიანობას ავლენდნენ, რის გამოც სკოლის დირექციამ კრებას მადლობის წერილი მისწერა.

ამ წერილში ეწერა: „გმადლობთ იმისათვის, რომ ასე გიყვართ ხალხი! თქვენი სიყვარული აშკარად ჩანს ადამიანების მიმართ თქვენი დამოკიდებულებიდან. გმადლობთ თქვენი მსახურებისა და კეთილი საქმეებისთვის! წლების მანძილზე ჩვენი თანამშრომლობის განმავლობაში თქვენ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეთ ჩვენზე, როგორც მორწმუნე, პატიოსანმა, კეთილსინდისიერმა, კეთილმა და, რაც მთავარია, მიზანდასახულმა მორწმუნეებმა, რომელთა ცხოვრებასაც აზრი აქვს“. იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ ასეთ წერილებს.

▪ ჩიტას დასავლეთით დაახლოებით 5 500 კილომეტრში მდებარე იეჰოვას მოწმეთა რუსეთის ფილიალის წარმომადგენელი სანკტ-პეტერბურგის ადმინისტრაციამ სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვია. რატომ? ყოველ წელს თოვლის დნობის შემდეგ ადგილობრივი მოწმეები ნაგვისგან ასუფთავებენ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 კილომეტრიან გზას. მადლიერების გამოსახატავად ქალაქის ადმინისტრაციამ ფილიალის წარმომადგენელს სიგელი გადასცა. დარბაზში დამსწრეებმა მქუხარე ტაში დაუკრეს. აღსანიშნავია რომ, როდესაც მომხსენებელმა არასწორად წარმოთქვა ღვთის სახელი — იეჰოვა, აუდიტორიიდან რამდენიმე დამსწრემ, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები, მაშინვე შეუსწორა მომხსენებელს შეცდომა, რამაც ცხადყო, რომ მათთვის ღვთის სახელი კარგად იყო ცნობილი და იეჰოვას მოწმეებსაც იცნობდნენ.

ეს კი, ძირითადად, რუსეთში მცხოვრები დაახლოებით 150 000 იეჰოვას მოწმის ქადაგების დამსახურებაა. მათი მიზანია, განაგრძონ ხალხის მიმართ სიყვარულის გამოვლენა, რასაც ისინი მანუგეშებელი ბიბლიური ცნობის გაზიარებით აკეთებენ (მათე 22:39).

[სურათი 29 გვერდზე]

რუსეთის ფილიალმა სიგელი მიიღო