არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საოცარი ურთიერთობა

საოცარი ურთიერთობა

ვინ შექმნა?

საოცარი ურთიერთობა

▪ ნიადაგში გარკვეულ მცენარეებსა და ბაქტერიას შორის არსებობს საოცარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა.

ყურადღება მიაქციეთ: მცენარის ზრდისა და ნაყოფიერებისთვის აუცილებელია აზოტი. მაგრამ საჭიროა ატმოსფეროში არსებული აზოტის ისეთ ნაერთებად გარდაქმნა, როგორიცაა ამიაკი, რათა მცენარემ შეძლოს მისი ათვისება. პარკოსნები ამ პრობლემას კოჟრის ბაქტერიებთან თანამშრომლობით ჭრიან. ცოცხალ ორგანიზმთა შორის კავშირს, რომელიც ორივესთვის სასარგებლოა, სიმბიოზი ეწოდება.

პარკოსანი გამოყოფს სპეციფიკურ ნივთიერებას, რითაც ბაქტერიას იზიდავს, ბაქტერია კი მცენარის ფესვში შედის. ჟურნალში „ბუნებისმეტყველება“ ნათქვამია, რომ ბაქტერია და პარკოსნები სხვადასხვა სამეფოს წარმომადგენლები არიან; მიუხედავად ამისა, ისინი თანამშრომლობენ, რათა „შექმნან მნიშვნელოვანი ახალი ორგანო, კოჟრი, რომელიც ჰაერიდან ითვისებს აზოტს“. კოჟრის შიგნით ბაქტერია თავის ახალ სახლში და სამუშაო ადგილზე მუშაობას იწყებს. მისი მთავარი იარაღია ფერმენტი, რომელსაც ნიტროგენაზა ეწოდება, და რომლის დახმარებითაც ხდება ატმოსფერული აზოტის შეთვისება და ნიადაგში ჩატანა.

„დედამიწაზე ნიტროგენაზას მთელი მარაგი . . . ერთ დიდ ვედროში ჩაეტეოდა“, — ნათქვამია ჟურნალ „ბუნებისმეტყველებაში“. ასე რომ, ძვირფასია მისი თითოეული მოლეკულა! მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა. ფერმენტი ჟანგბადის ზემოქმედებით იშლება. რა გამოსავალი არსებობს? პარკოსანი წარმოქმნის ნივთიერებას, რომელიც „იჭერს“ პოტენციურად საზიანო ჟანგბადს.

კოჟრის მემბრანა აკონტროლებს მცენარესა და ბაქტერიას შორის აზოტის ნაერთების, შაქრისა და სხვა ნივთიერებების გაცვლა-გამოცვლას. ყველა მცენარის მსგავსად, პარკოსნებიც კვდებიან, აზოტის ნაერთები კი ნიადაგში რჩება. ამიტომ პარკოსნებს სამართლიანად მიიჩნევენ „მწვანე სასუქად“.

თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლებოდა მცენარესა და ბაქტერიას შორის ასეთი საოცარი, რთული თანამშრომლობა თავისთავად განვითარებულიყო? თუ ეს შემოქმედების დამადასტურებელი კიდევ ერთი ფაქტია?

[სურათი 25 გვერდზე]

ფესვის კოჟრი

[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]

Background: © Wally Eberhart/Visuals Unlimited; inset: © Dr. Jack M. Bostrack/Visuals Unlimited