არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოა ყოვლისშემძლე ღმერთი?

იესოა ყოვლისშემძლე ღმერთი?

იესოა ყოვლისშემძლე ღმერთი?

გავრცელებული შეხედულება:

▪ „იესო ყოვლისშემძლე ღმერთია“.

▪ „იესო იყო ღმერთი, რომელიც ხორციელ სხეულში მოვიდა“.

რას ამბობდა იესო?

„რომ გიყვარდეთ, გაგიხარდებოდათ, მამასთან რომ მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). იესომ თქვა, რომ ის და მამა თანასწორნი არ იყვნენ.

▪ „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:17). იესოს არ უთქვამს, რომ ღმერთია; მან თქვა, რომ ღმერთი მისგან ცალკე მდგომი პიროვნებაა.

▪ „ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ თვითონ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო“ (იოანე 12:49). იესო თავისას კი არ ასწავლიდა, არამედ იმას, რაც მამისგან ჰქონდა ნასწავლი.

იესომ თქვა, რომ ღვთის ძე იყო და არა ყოვლისშემძლე ღმერთი. თუ იესო ღმერთი იყო, დედამიწაზე ყოფნისას ვის მიმართავდა ის ლოცვით? (მათე 14:23; 26:26—29). ცხადია, იესო არ ილოცებდა მხოლოდ იმიტომ, რომ შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდა.

ორმა მოწაფემ იესოს სთხოვა, რომ განსაკუთრებული ადგილი მიეცა მათთვის ღვთის სამეფოში. მან უთხრა: „ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“ (მათე 20:23). მოატყუა იესომ მოწაფეები, როცა უთხრა, რომ ვერ შეასრულებდა მათ თხოვნას? რა თქმა უნდა, არა! მან თავმდაბლად აღნიშნა, რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება. იესომ ისიც თქვა, რომ ზოგი რამ მამის გარდა არავინ იცოდა: არც თვითონ და არც ანგელოზებმა (მარკოზი 13:32).

მხოლოდ დედამიწაზე ყოფნისას იყო იესო ღმერთზე დაბლა მდგომი? არა. ბიბლიაში იესო სიკვდილისა და აღდგომის შემდეგაც ისეა წარმოდგენილი, როგორც ღმერთს დაქვემდებარებული. მოციქული პავლე გვეუბნება, რომ „ქრისტეს თავი . . . ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3). ბიბლიაში ნათქვამია, რომ მომავალში, „როცა ყოველივე მას [ქრისტეს] დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორინთელები 15:28).

აშკარაა, იესო ყოვლისშემძლე ღმერთი არ არის. ზეციერ მამას ის სწორედ ამიტომ უწოდებდა თავის ღმერთს (გამოცხადება 3:2, 12; 2 კორინთელები 1:3, 4). *

[სქოლიო]

^ აბზ. 12 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 201—204.

[ჩანართი 7 გვერდზე]

იესომ თქვა, რომ ზოგი რამ მამის გარდა არავინ იცოდა: არც თვითონ და არც ანგელოზებმა