არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რა არის ქრისტეს მოსვლის მიზანი?

ახ. წ. 33 წელს ზეცად ამაღლებამდე იესო ქრისტე თავის მოწაფეებს დაჰპირდა, რომ კვლავ დაბრუნდებოდა. მან თავი დიდგვაროვანს შეადარა, რომელიც დიდი ხნით წავიდოდა შორეულ ქვეყანაში და უკან სამეფო ძალაუფლებით დაბრუნდებოდა. იესო იმ მიზნით მოვა, რომ ადამიანების სასიკეთოდ იმმართველოს (წაიკითხეთ ლუკას 19:11, 12).

იესო ადამიანების სასიკეთოდ იმმართველებს

როგორი სხეულით დაბრუნდება იესო? ღმერთმა ის მკვდრეთით უხილავ, სულიერ სხეულში აღადგინა (1 პეტრე 3:18). შემდეგ ის ზეცად ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა (ფსალმუნი 110:1). დიდი ხნის შემდეგ იესო იეჰოვა ღმერთის, „ძველი დღეთას“ წინაშე წარსდგა, რომელმაც მას ადამიანებზე მმართველობის ძალაუფლება უბოძა. ასე რომ, იესო ხორციელად არ დაბრუნდება. ის მოვა როგორც უხილავი მეფე (წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14).

რას გააკეთებს იესო, როცა მოვა?

როცა იესო თავის ანგელოზებთან ერთად უხილავად მოვა, ის გაასამართლებს კაცობრიობას. ის ბოროტებს გაანადგურებს, ხოლო მათ, ვინც იესოს მეფედ აღიარებს, მარადიულ სიცოცხლეს მისცემს (წაიკითხეთ მათეს 25:31—33, 46).

იესოს მეფობის დროს დედამიწა სამოთხედ იქცევა. ის მკვდრებს გააცოცხლებს, რათა სამოთხეში ცხოვრებით გაიხარონ (წაიკითხეთ ლუკას 23:42, 43).