არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Ბ1

ბიბლიის დედააზრი

იეჰოვა ღმერთს აქვს მმართველობის უფლება. მისი მმარველობა საუკეთესოა. მისი განზრახვა დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით შესრულდება.

ძვ. წ. 4026 წლის შემდეგ

„გველმა“ ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას მმართველობის უფლება და მეთოდები. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მოავლენდა „შთამომავალს“, რომელიც „გველს“ ანუ სატანას, საბოლოოდ გაანადგურებდა (დაბადება 3:1—5, 15, სქოლიო). თუმცა იეჰოვამ „გველის“ გავლენის ქვეშ მყოფ ხალხს დამოუკიდებლად მმართველობის დრო მისცა.

ძვ. წ. 1943 წელი

იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ აღთქმული „შთამომავალი“ მისი შთამომავალი იქნებოდა (დაბადება 22:18).

ძვ. წ. 1070 წლის შემდეგ

იეჰოვა ჯერ მეფე დავითს, შემდეგ კი მის ვაჟს, სოლომონს, დაჰპირდა, რომ აღთქმული „შთამომავალი“ მათ საგვარეულო ხაზში მოვიდოდა (2 სამუელი 7:12, 16; 1 მეფეები 9:3—5; ესაია 9:6, 7).

ახ. წ. 29 წელი

იეჰოვამ ცხადყო, რომ იესო იყო აღთქმული „შთამომავალი“, დავითის ტახტის მემკვიდრე (გალატელები 3:16; ლუკა 1:31—33; 3:21, 22).

ახ. წ. 33 წელი

„გველმა“, სატანამ, ცოტა ხნით ზიანი მიაყენა „შთამომავალს“, როცა იესო მოაკვლევინა. იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო, დააბრუნა ზეცაში და მიიღო იესოს სრულყოფილი სიცოცხლის საფასური, რითაც ადამის შთამომავლებისთვის ცოდვების პატიებისა და მარადიული სიცოცხლის მიცემის საფუძველი შექმნა (დაბადება 3:15; საქმეები 2:32—36; 1 კორინთელები 15:21, 22).

ახ. წ. 1914 წელი

იესომ „გველი“, სატანა, დედამიწაზე გადმოაგდო, რითაც შეზღუდა სატანის გავლენის არეალი, და მცირე დრო მისცა (გამოცხადება 12:7—9, 12).

მომავალი

იესო 1 000 წლით შებორკავს სატანას, მერე კი გაანადგურებს, ანუ გადატანითი მნიშვნელობით თავს გაუჭეჭყავს. იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით შესრულდება, მისი სახელი განიწმინდება და დამტკიცდება მისი მმართველობის აღმატებულობა (გამოცხადება 20:1—3, 10; 21:3, 4)