არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წარმოიდგინე, რომ ...

წარმოიდგინე, რომ ...

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. დამქანცველია ცხოვრება

    და არსაიდან ჩანს შვება.

    დავხუჭავ თვალს და წარმოვიდგენ

    ასრულებულ ჩვენს ოცნებებს.

    (მისამღერი)

    წარმოვიდგენ, რომ ვხარობთ სიცოცხლით.

    რომ ლაღად ვგრძნობთ თავს, ვართ ბედნიერნი.

    ვიღვიძებთ და მადლობას ვუხდით ჩვენს ღმერთს:

    „გმადლობთ, რომ გვაჩუქე ეს დღე და ეს სიცოცხლე“.

  2. 2. სმენა გვაქვს დახშული და წლებმა

    ჩვენ თვალისჩინიც წაგვართვა.

    გავიგონებთ მუსიკის ჰანგებს,

    იხილავს თვალიც ახალ დღეს.

    (მისამღერი)

    წარმოვიდგენთ –– ვართ ახალგაზრდები,

    რომ ვხარობთ და აქ სიცოცხლით ვტკბებით.

    ვიღვიძებთ და მადლობას ვუხდით ჩვენს ღმერთს:

    „გმადლობთ, რომ გვაჩუქე სიცოცხლე და ეს ახალი დღე“.

    (ხიდი)

    უამრავ ტკივილს ახლა ვებრძვი მე,

    მაგრამ სულ მალე მე გავირბენ!

    (მისამღერი)

    წარმოვიდგენ, რომ ტკივილს აღარ ვგრძნობ,

    რომ ვტკბები სიცოცხლით და სულ ვხარობ.

    წარმოვიდგენ, რომ ყველა ვცეკვავთ ლაღად სულ,

    ყოველი დღე გვჩუქნის სიხარულს.

    (მისამღერი)

    წარმოვიდგენთ, რომ სიცოცხლით ვხარობთ.

    რომ ვართ ბედნიერნი, თავს ლაღად ვგრძნობთ,

    ვიღვიძებთ და მადლობას ვუხდით ჩვენს ღმერთს:

    „გმადლობთ, რომ გვაჩუქე ჩვენ ეს დღე“.