არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გიძღვნი ჩემს საუნჯეს

გიძღვნი ჩემს საუნჯეს

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. საუნჯე გვანდე,

    შვილი, მასზე რომ ვიზრუნოთ.

    ძალზე სწრაფად

    გაფრინდა დრო,

    მის არჩევნით

    ახლა ვხარობთ,

    რომ არ ვიშრომეთ ამაოდ.

    (მისამღერი)

    ის უნდა დავთმო,

    მაგრამ მე ვიცი, რომ

    იქნება ძალზე უსაფრთხოდ,

    რადგან არის შენთან ახლა

    და სამარადისოდ.

    ჟამთა სვლასთან ერთად

    გული საგულეს მექნება.

    მოგიძღვენი ის საუნჯე

    სანუკვარი, რაც მე მქონდა.

  2. 2. შენ მოგვეც შვილი,

    ეს საყვარელი გოგონა.

    წლების შემდეგ,

    რაც განვლო მან,

    ეს პატარა

    იქცა ახლა

    ჩვენთვის საამაყო ქალად.

    (მისამღერი)

    ის უნდა დავთმო,

    მაგრამ მე ვიცი, რომ

    იქნება ძალზე უსაფრთხოდ,

    რადგან არის შენთან ახლა

    და სამარადისოდ.

    ჟამთა სვლასთან ერთად

    გული საგულეს მექნება.

    მოგიძღვენი ის საუნჯე

    სანუკვარი, რაც მე მქონდა.