არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მადლიერი ვარ ღვთის შემოქმედებისთვის

მადლიერი ვარ ღვთის შემოქმედებისთვის

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. მხიბლავს მთის წვერზე მე ნაზი ყვავილი,

    სიო მინდორში და მთები ცადაწვდილი.

    გულს მითბობს მე თბილი მზის სხივები,

    ფრინველთ ლივლივი, თეთრი ღრუბლები.

    (მისამღერის შესავალი)

    მე რომ მატკბობს

    ეს სილამაზე,

    დღეს როგორ ცხადვყოფ,

    რომ ამას ვაფასებ?

    (მისამღერი)

    მე მადლობას ვეტყვი

    იეჰოვას, ჩემს ღმერთს,

    რომ ჩვენ მიმართ

    დიდ სიყვარულს ავლენს.

    დროს გამოვყოფ,

    რათა ღვთის შემოქმედებაზე ვიფიქრო,

    მადლიერმა ღმერთი ვადიდო.

    ღმერთს მადლობას ვეტყვი,

    მადლობას ვეტყვი.

  2. 2. სიმრავლით ფერთა შენ მოგიხატავს ცა,

    ჩემ თვალწინ ფერწერული ეს ტილო დაგიდგამს!

    მე ჩამესმის ღამე ჩუხჩუხი მდინარის,

    ვხედავ ვარსკვლავთ ციმციმს და ნაზ შუქს მთვარის.

    (მისამღერის შესავალი)

    მე რომ მატკბობს

    ეს სილამაზე,

    ვიცი დღეს, რით ცხადვყო,

    რომ ამას ვაფასებ.

    (მისამღერი)

    მე მადლობას ვეტყვი

    იეჰოვას, ჩემს ღმერთს,

    რომ ჩვენ მიმართ

    დიდ სიყვარულს ავლენს.

    დროს გამოვყოფ,

    რათა ღვთის შემოქმედებაზე ვიფიქრო,

    მადლიერმა ღმერთი ვადიდო.

    ღმერთს მადლობას ვეტყვი.

    (ხიდი)

    შენს ნახელავში ვხედავ მე

    ძალას, სიბრძნეს, სიკარგეს

    და შენს სიყვარულს.

    მადლობას გეტყვი,

    დიდ მადლობას გეტყვი.

    (მისამღერი)

    მე მადლობას ვეტყვი

    იეჰოვას, ჩემს ღმერთს,

    რომ ჩვენ მიმართ

    დიდ სიყვარულს ავლენს.

    დროს გამოვყოფ,

    რათა ღვთის შემოქმედებაზე ვიფიქრო,

    მადლიერმა ღმერთი ვადიდო.

    ღმერთს მადლობას ვეტყვი.

    ღმერთს მადლობას ვეტყვი.

    ღმერთს მადლობას ვეტყვი.