არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინ ვხედავთ სამოთხეს

წინ ვხედავთ სამოთხეს

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. წარმოიდგინე ეს სურათი შენ:

    ხედავ, ბავშვები ლაღად თამაშობენ.

    მათი კისკისის ხმა

    ავსებს არემარეს. შიშიც გაქრა.

    ღვთის ნების თანახმად ცხოვრობენ აქ,

    ყველა უვლის ამ ლამაზ დედამიწას,

    მშვიდობაც ვრცელდება და

    საამო ცხოვრებით ყველა ტკბება.

    ღვთის სიყვარულს ჩვენ

    აქ გვაგრძნობინებს ღვთის ძე.

    წინ ვხედავთ სამოთხეს.

    (მისამღერი)

    იმედი ღუზას ჰგავს დღეს,

    გვამტკიცებს, გულებში გიზგიზებს.

    იმედი მზესავით კაშკაშებს, და

    თვალნათლივ ვხედავთ დღეს

    წინ ნანატრ სამოთხეს.

  2. 2. წარმოიდგინე სულ ცოტა ხნით შენ

    მდინარეები, მთები და ველ-მინდვრები.

    ჩვენი სახლია ეს.

    ხედავ, კარში ვიღაც შემოდის.

    მას შენ კარგად იცნობდი,

    გიწვდის ხელს და გულში გიკრავს ის.

    სახეზე ცრემლი გდით.

    დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს აქ შეხვდით.

    სიკვდილიც ვერ სძლევს

    ღვთის სიყვარულს წრფელს.

    წინ ვხედავთ სამოთხეს.

    (მისამღერი)

    იმედი ღუზას ჰგავს დღეს,

    გვამტკიცებს, გულებში გიზგიზებს.

    იმედი მზესავით კაშკაშებს, და

    თვალნათლივ ვხედავთ დღეს

    წინ ნანატრ სამოთხეს.

    (ხიდი)

    და თავის დანაპირებს,

    იეჰოვა თვით შეასრულებს.

    სურვილი ახდება ყველა,

    სულ მალე ნანატრი დღე დადგება.

    (მისამღერი)

    იმედი ღუზას ჰგავს დღეს,

    გვამტკიცებს, გულებში გიზგიზებს.

    იმედი მზესავით კაშკაშებს, და

    თვალნათლივ ვხედავთ დღეს

    წინ ნანატრ სამოთხეს.

    წინ ნანატრ სამოთხეს.

    წინ ნანატრ სამოთხეს.

    წინ ნანატრ სამოთხეს.