არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას ოჯახი

იეჰოვას ოჯახი

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. ამქვეყნად ადვილი არ არის

    პოვნა უღალატო და სანდო მეგობრის.

    ნეტავი, არ დავრჩე მარტო და ეული,

    მინდა ვიპოვო ოჯახი ერთგული.

  2. 2. ღმერთმა ოცნება ამიხდინა,

    მომაძებნინა ოჯახი, თვალი ამიხილა.

    თავისი ხალხი თვითონ მაპოვნინა,

    გული გამითბო, სიყვარულით მანებივრა.

    (ხიდი)

    მყავს ახლა მოყვარული ძმები, დები, მშობლები,

    პატარები, დიდები, ხანდაზმულები,

    ყველა ქვეყნის შვილები, ყოველი კუთხიდან

    დიდი ოჯახი — ძღვენი იეჰოვასგან.

  3. 3. ერთმანეთით ვართ მტკიცენი დღეს,

    გვიყვარს ჩვენი ერთობა, საპატიო ძლიერ.

    ამ საძმოს დარი არ არსებობს არსად,

    დიდი ოჯახი — ძღვენი იეჰოვასგან.

    (ხიდი)

    ყველა ქვეყნის შვილები, ყოველი კუთხიდან,

    დიდი ოჯახი — ძღვენი იეჰოვასგან.

  4. 4. ღმერთი გვასწავლის მეგობრობაზე მეტს,

    თავის ოჯახის წევრებად დღედაღამ გვიწვევს.

    მარადისობას გვიხატავს ის ცხადად,

    ვხედავთ დიდ ოჯახს — ძღვენს იეჰოვასაგან.

    ოჯახს — ძღვენს იეჰოვასაგან.

    დიდ ოჯახს,

    დიდ ოჯახს.