არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შენ შეძლებ წამოდგომას

შენ შეძლებ წამოდგომას

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. ასეთია ცხოვრება,

    ჩვენ ვეცემით ყველა.

    გული გვიტყდება,

    თუ ფეხი ჩვენ დაგვისხლტება.

    და საკუთარ თავზე,

    ახლა შენც გამოსცადე

    მარცხის დიდი სიმწარე

    და დროა მამას მიმართო მალე.

    (მისამღერი)

    გამაგრდი, ადექი

    და გქონდეს იმედი;

    ყველაფერს შენ შეცვლი,

    თუ ღმერთთან დარჩები.

    მამა შენ გიწვდის ხელს,

    მას უნდა, რომ წამოდგე

    და ძალებს მოგცემს ის.

    უფრო გაძლიერდები,

    თუ მასთან დარჩები.

  2. 2. ყოველი ახალი დღე,

    გული ძგერს, ვეღარ ითმენს.

    დროა, რაღაც შეცვალო,

    სული დაიმშვიდო.

    ენდე იეჰოვას,

    დაუკვირდი მის სიტყვას;

    ის არ გტოვებს და გიცავს,

    აგაყენებს და გულში ჩაგიკრავს.

    (მისამღერი)

    გამაგრდი, ადექი

    და გქონდეს იმედი;

    ყველაფერს შენ შეცვლი,

    თუ ღმერთთან დარჩები.

    მამა შენ გიწვდის ხელს,

    მას უნდა, რომ წამოდგე

    და ძალებს მოგცემს ის,

    უფრო გაძლიერდები.

    (ხიდი)

    ღმერთი ჩვენს გულზე დიდია,

    ბრალს არ გვდებს, ის სულგრძელია.

    ამიტომ ნუ დაბრკოლდები,

    წამოდექი,

    გაძლიერდი.

    (მისამღერი)

    გამაგრდი, ადექი

    და გქონდეს იმედი;

    ყველაფერს შენ შეცვლი,

    თუ ღმერთთან დარჩები.

    მამა შენ გიწვდის ხელს,

    მას უნდა, რომ წამოდგე

    და ძალებს მოგცემს ის,

    უფრო გაძლიერდები,

    თუ მასთან დარჩები;

    ერთგული დარჩები.