არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შინ

შინ

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. როდესაც საზრუნავს

    ვერსად ვერ ვემალები,

    გული მიმძიმდება,

    თითქოს ღვთის აღთქმა უფერულდება.

    მაგრამ სულ ვგრძნობ მის სიყვარულს,

    შვებას მაძლევს, ის უსმენს ჩემს გულს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    კარს მიღებს, და გულთბილად მხვდება.

    მიმშვიდებს აფორიაქებულ გულს,

    მაბრუნებს შინ, ოჯახში, სახლში, სიმშვიდეში.

    აღარ მეშინია, აქ ვარ, შინ.

  2. 2. არსად მეგულება

    მე სხვა თავშესაფარი,

    მშვიდი და უსაფრთხო,

    ერთგული საძმო, სანდო, საიმედო.

    რომც დადგეს დრო და დაშორდე მას,

    ღმერთი მოგძებნის და შინ მოგიყვანს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    კარს გაგიღებს, მიჰყევი მის ხმას,

    გზააბნეული შენ კვლავ იქნები მასთან.

    დაგაბრუნებს ოჯახში, სახლში, სიმშვიდეში,

    აღარ შეშინდები მის ხელში.

    (ᲮᲘᲓᲘ)

    ამ მონატრებას

    ვეღარ იტევს ეს გული.

    აქ სიხარულით

    დაგხვდება ოჯახი თბილი.

    დაბრუნდი.

    დაბრუნდი.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    კარს გიღებს და გულში თბილად გიკრავს,

    გიმშვიდებს აფორიაქებულ გულს.

    გაბრუნებს შინ, ოჯახში

    და აღარ გიპყრობს შიში.

    აქ ხარ, შინ.