არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ველით სამოთხეს

ველით სამოთხეს

ჩამოტვირთეთ:

  1. 1.დილა თენდება, მზემ გამოანათა, ვეგებებით ახალ დღეს.

    ნატვრა აგვიხდა, სამოთხეში ვართ

    და ვინც გვიყვარს, გვერდით გვყავს.

    ირგვლივ ისმის ჰანგების ხმა, გულს გვითბობს ყველას.

    ფერად გარემოს ვერ ვწყვეტთ თვალს, ლაღად ვგრძნობთ თავს.

    (მისამღერის შესავალი)

    თუმც ახლა ველით ამ ლამაზ დღეს.

    (მისამღერი)

    დადგა დრო, ტკივილს არ ვგრძნობთ, ერთად ვხარობთ, დრომ დარდი წაიღო.

    ირგვლივ ჟრიამულით თბება გული, აქ ყოფნით ვტკბებით.

    ამ დღეს ველით.

  2. 2.ვუვლით ბაღებს, აქ ვაშენებთ სახლებს, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ.

    გულს ახარებს, ყველა სითბოს ასხივებს, ღმერთი ოცნებებს გვიხდენს.

    ვერ მალავ სიხარულის ცრემლს, გულს არავინ გტკენს.

    ეს მშვენიერი სამოთხე მაოცებს, მაოცებს.

    (მისამღერი)

    დადგა დრო, ტკივილს არ ვგრძნობთ, ერთად ვხარობთ, დრომ დარდი წაიღო.

    ირგვლივ ჟრიამულით თბება გული, აქ ყოფნით ვტკბებით.

    ამ დღეს ველით.

    (ხიდი)

    ყოველდღე ვხატავ და წარმოვიდგენ სამოთხეს;

    სულ მალე ამ ნახატს ის გააცოცხლებს, ნაირფერს.

    (მისამღერი)

    დადგა დრო, ტკივილს არ ვგრძნობთ, ერთად ვხარობთ, დრომ დარდი წაიღო.

    ირგვლივ ჟრიამულით თბება გული, აქ ყოფნით ვტკბებით.

    (მისამღერი)

    დადგა დრო, ტკივილს არ ვგრძნობთ, ერთად ვხარობთ, დრომ დარდი წაიღო.

    ირგვლივ ჟრიამულით თბება გული, აქ ყოფნით ვტკბებით.

    ამ დღეს ველით.

    (დასასრული)

    სამოთხეს, სამოთხეს

    ჩვენ ველით.

    სამოთხეს, სამოთხეს

    ჩვენ ველით.

    სამოთხეს, სამოთხეს

    ჩვენ ველით.

    სამოთხეს, სამოთხეს

    ჩვენ ველით.