არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ადამიანის მოტაცება გწერთ, რომ განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ სტატიების სერიისთვის „ადამიანის მოტაცება — რატომ არის გლობალური საშიშროება“ (8 იანვარი, 2000). წინა თვეში გაძარცვეს სუპერმარკეტი, სადაც მე ვმუშაობ. შენობაში ორი შენიღბული მამაკაცი შემოიჭრა, ერთს ხელში რევოლვერი ეჭირა. რადგანაც სტატიებში ნათქვამი იყო, რომ მოტაცებულებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც ეტყვიან, წინააღმდეგობა არ გამიწევია, როცა ხელ-ფეხი შემიკრეს, თვალები ამიხვიეს და იატაკზე დამსვეს. მათ მოიპარეს 9 500 000 იენა (დაახლოებით 90 000 აშშ დოლარი), მაგრამ მე სიმშვიდე შევინარჩუნე და არავის დავუზიანებივარ. სტატია მართლაც რომ თავის დროზე მოვიდა!

ს. ჰ. (იაპონია).

სიამოვნებით კითხულობს „გამოიღვიძეთ!“–ს მე „ღვთის ასამბლეის“ ეკლესიის წევრი ვარ, მაგრამ „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვაში ეს არ მიქმნის დაბრკოლებას. ჯერ არ წამიკითხავს ასეთი მაღალხარისხოვანი ჟურნალი, რომელშიც ამდენი თემაა წარმოდგენილი. სახლში ტელევიზორი არა მაქვს, მაგრამ შემიძლია მეგობრებთან ერთად ხშირად ვიმსჯელო მიმდინარე მოვლენებზე, ვინაიდან მათ შესახებ თქვენს ჟურნალში ვკითხულობ.

ა. ბ. ა. (ბრაზილია).

პირის პარსვა სტატიამ „ისევ პირის პარსვა!“ (8 თებერვალი, 2000) ზუსტად თავის დროზე მომისწრო. ჩემი ქმარი ამჟამად მუდმივ მოვლა-პატრონობას საჭიროებს და თავისით პარსვა აღარ შეუძლია. გაპარსვასთან დაკავშირებულმა ოთხმა რჩევამ დიდი დახმარება გაგვიწია. ახლა მას სურს, რომ ყოველდღე ვპარსო!

ლ. დ. (გერმანია).

ტყუილი ჩემი აზრით, სტატია „შეიძლება როდისმე გამართლებულად ჩაითვალოს ტყუილის თქმა?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 თებერვალი, 2000), გამაღიზიანებელი იყო. გონივრულად რომ ვიმსჯელოთ, განა ბიბლია არ განსჯის ყველანაირ სიცრუეს?

დ. ს. (შეერთებული შტატები).

როგორც ბიბლიაშია მოცემული, ტყუილში, ძირითადად, იგულისხმება სიცრუის თქმა იმ ადამიანისთვის, ვისაც სიმართლის ცოდნის უფლება აქვს, აგრეთვე იგულისხმება ამგვარი მოქმედება ამ ან სხვა ადამიანის მოტყუების, ან ზიანის მიყენების მიზნით. ისეთმა ღვთისმოშიშმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ აბრაამი, ისაკი, რახაბი და დავითი, გარკვეულწილად იცრუეს, მაგრამ მატყუარებად არ ყოფილან მიჩნეული. რასაკვირველია, ისინი განსაკუთრებული გარემოებების გამო მოიქცნენ ასე. ამიტომაც მათი საქციელი არ ამართლებს სიცრუეს. მაგალითად, თუკი ქრისტიანმა სასამართლოში დაიფიცა, რომ სიმართლეს იტყვის, ის ან იტყვის სიმართლეს ან დუმილს ამჯობინებს (რედ.).

უმამო ოჯახები 2000 წლის 8 თებერვლის გამოცემა უმამო ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება („უმამო ოჯახები — გამოსავალი არსებობს“). არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე, რამდენად გულნატკენი და გაბრაზებული ვიყავი ამ სტატიების წაკითხვის შემდეგ. თქვენ მოიწონეთ ოჯახიდან წასული მამების ქცევა იმით, რომ მათი სხვადასხვა საფიქრალის, მაგალითად, ბავშვების ნახვის უფლებისა და მათი ეკონომიკური გაჭირვების შესახებ ყვებოდით. სად იყო საყვედური? სად მოუწოდეთ ამ მამაკაცებს თავიანთი შეცდომების გამოსწორებისკენ?

ს. ლ. (შეერთებული შტატები).

კარგად გვესმის, რამდენად მტკივნეული უნდა იყოს ზოგისთვის ასეთი მასალის წაკითხვა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თავად იყვნენ მიტოვებული. მაგრამ სტატია არ ყოფილა განკუთვნილი მამაკაცების გასაკიცხად. ჩვენ უფრო ვეცადეთ, ორივე მხარესთვის გაგვეგო და მათი საერთო საფიქრალი გადმოგვეცა. გარდა ამისა, პრაქტიკული რჩევები მივეცით მათ, ვინც მიატოვეს. საინტერესოა, რომ დასკვნით სტატიაში „უმამო ოჯახები — გამოსავალი არსებობს“ ასეთი განაცხადი იყო გაკეთებული: „დღეს არსებული ტენდენცია მხოლოდ მაშინ შეჩერდება, თუ ადამიანები მოინდომებენ თავიანთი აზროვნების, დამოკიდებულების, ქცევისა და მორალის შეცვლას“ (რედ.).

როდესაც დავინახე გარეკანი, რომელზედაც მამა-შვილის სურათი იყო აღბეჭდილი, თვალები ცრემლით ამევსო. ყოველთვის მსურდა, რომ მამაჩემთან მსგავსი ურთიერთობა მქონოდა. სტატიამ მომცა იმის საშუალება, რომ მეცადა გამეგო, რატომ ხდება ისეთი რაღაცები, რაც ჩვენს ოჯახში მოხდა. ამ სტატიებმა მზის სხივივით შეაღწია ჩემს წარსულში და ნათელი პასუხები გამცა იმ კითხვებზე, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე მტანჯავდა.

მ. მ. (შეერთებული შტატები).