არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გზად ცივი სამყაროსკენ!

გზად ცივი სამყაროსკენ!

გზად ცივი სამყაროსკენ!

პატარა ევლინება ცივ და პირქუშ სამყაროს — სამყაროს, რომელიც სტრესებითაა სავსე. მართალია, ახალშობილი ვერ გადმოგვცემს თავის გრძნობებს, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მუცლად ყოფნის დროსაც კი ესმის, რა ხდება მის გარშემო.

წიგნში „არშობილის იდუმალებით მოცული ცხოვრება“ ნათქვამია: „ახლა უკვე ვიცით, რომ ნაყოფს ესმის, რა ხდება გარშემო და რეაგირებს მის მიმართ ადამიანების დამოკიდებულებაზე. მუცლად ყოფნის მეექვსე თვიდან (ან, შესაძლოა, უფრო ადრეც კი) ის აქტიურ ემოციურ ცხოვრებას იწყებს“. და თუმცა დაბადების მომენტი ბავშვს, როგორც წესი, არ ახსოვს, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შობის სტრესული პროცესი, შესაძლოა, გავლენას ახდენს მის მთელ ცხოვრებაზე.

დაბადების შემდეგ სტრესი გრძელდება. საშვილოსნოს გარეთ ბავშვი უკვე აღარ იკვებება ავტომატურად. მას აღარ მიეწოდება ჭიპლარით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. ამიერიდან მან უნდა იბრძოლოს სიცოცხლისთვის: დაიწყოს სუნთქვა და თავად მიიღოს საკვები ნივთიერებები. ამიტომაც, სჭირდება ვინმე, ვინც გამოკვებავს და იზრუნებს მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე.

ახალშობილი გონებრივად, ემოციურად და სულიერადაც უნდა განვითარდეს. ამიტომ, ვინმემ უნდა აღზარდოს პატარა. ვის შეუძლია ამის გაკეთება ყველაზე უკეთ? რას მოელის ბავშვი თავისი მშობლებისგან? როგორ შეიძლება მისი მოთხოვნილებების საუკეთესოდ დაკმაყოფილება? ამ კითხვებს პასუხი მომდევნო სტატიებში გაეცემა.