არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი გადაურჩნენ წყალდიდობას!

ისინი გადაურჩნენ წყალდიდობას!

ისინი გადაურჩნენ წყალდიდობას!

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის შვეიცარიიდან

ორი ათასი წლის ოქტომბერში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდა ცნობები წყალდიდობების შესახებ. ძლიერმა წვიმებმა ისე ღრმად გაჟონა მთის ფერდობებში, რომ წარმოქმნა მეწყერები, რომლებმაც თან წამოიღო ყველანაირი ქვა-ღორღი და ძირფესვიანად ამოგლეჯილი ხეებიც კი!

სტიქიამ შვეიცარიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ვალეს კანტონსაც გადაუარა. ეს ტერიტორია მდინარე რონას კალაპოტის გასწვრივ ორად იყოფა; ეს მდინარე ალპების ცენტრალურ ნაწილში მდებარე რონის მყინვარიდან იღებს სათავეს და ჩაედინება ჟენევის ტბაში; გზად ის 170 კილომეტრ მანძილს გადის. მის გასწვრივ მდებარე მთაგრეხილებიდან მდინარეში სხვადასხვა სიდიდის ურიცხვი ნაკადული ჩაედინება. ჩვეულებრივ პირობებში ეს პრობლემებს არ იწვევს, მაგრამ როდესაც ნალექების რაოდენობა ნორმას აჭარბებს, ეს ხშირად წყალდიდობას იწვევს.

ეს ასეც იყო იტალიის საზღვართან მდებარე სოფელ გონდოში. ამ მთიან სოფელს, რომელშიც 150 მოსახლეა, ქვაშერეული ლაფის უზარმაზარი ნაკადი მიაწყდა და სოფლის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა. ვალეს კანტონის სხვა ნაწილებში კი კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. გზები და სარკინიგზო ხაზები ბლოკირებულ იქნა, სახლები ტალახითა და ქვებით აივსო. ზოგ ადგილას შლამმა 4 მეტრის სიმაღლემდე აიწია. ერთმა ქალმა საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ უახლოვდებოდა სოფელს 30 მეტრის სიმაღლის ლაფის ზვავი, რომელსაც თან მოჰქონდა უშველებელი ლოდები და ვერტიკალურად აღმართული ხეები!

დაქორწინებული წყვილი, მარკუსი და ტაბითა, წყალდიდობის დროს ქალაქ მორელში იმყოფებოდნენ. „დილის ექვს საათზე დარტყმისა და რყევის ყრუ ხმამ გაგვაღვიძა, — იხსენებს მარკუსი. — ელექტროფარნით ხელში გარეთ გავედი, რომ გამეგო, რა ხდებოდა. ნანახმა შოკში ჩამაგდო. ქვის ლოდებს სახლები და ხიდები დაუნგრევია, მანქანა მეზობლის სახლს შეჯახებია, ჩვენს მეზობლად მცხოვრები ცოლ-ქმარი კი საკუთარ სახლში, როგორც მახეში, გამოკეტილი აღმოჩნდნენ. დავეხმარე, რომ ფანჯრიდან გადმომძვრალიყვნენ. უკან დაბრუნებისას მე და ტაბითამ ნაჩქარევად შევაგროვეთ ცოტაოდენი ნივთები“.

მარკუსი და ტაბითა იეჰოვას მოწმეები არიან. მათ ნახეს თავშესაფარი თანამორწმუნეებთან, რომლებიც სახიფათო ზონიდან მოშორებით ცხოვრობდნენ. „მართალია, გადავრჩით, — ამბობს მარკუსი, — მაგრამ ტაბითა რამდენიმე დღე ძლიერ შოკში იყო“. რამ გადაატანინა მას ეს მძიმე განსაცდელი? „თანამორწმუნე დებისა და ძმების მხარდაჭერამ და მათთან ურთიერთობამ, — ამბობს ტაბითა და დასძენს, — ასევე მეზობლების მიერ გამოვლენილმა ყურადღებამ“.

მარკუსსა და ტაბითას ახსენდებოდათ იგავების 18:24-ში ჩაწერილი სიტყვები: „ზოგი მეგობარი . . . ძმაზე მოყვარულია“ (სსგ). განსაცდელის ჟამს ასეთი მეგობრები განსაკუთრებით ძვირფასნი არიან!

[რუკა 22 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

უბედურების ზონა

გონდო

[სურათი 22 გვერდზე]

მარკუსი და ტაბითა

[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]

Mise à disposition par www.crealp.ch