არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავიცვათ შვილები?

როგორ დავიცვათ შვილები?

როგორ დავიცვათ შვილები?

გასულ წელს ერთმა მანდილოსანმა ვირჯინიიდან (აშშ) წერილში მადლიერება გამოხატა წიგნისთვის „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. ის წერს: «ძილის წინ შვილიშვილები მეუბნებიან: „ბებო, წაგვიკითხე მოთხრობა იესოს წიგნიდან“. ჩემი შვილიშვილები 4, 6 და 7 წლისანი არიან და ძალიან უყვართ ეს მოთხრობები».

წერილში შემდეგ ნათქვამია: «აღმაფრთოვანა 32-ე თავის წაკითხვამ, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ იცავდა იეჰოვა იესოს. ეს გაკვეთილი პრაქტიკულ რჩევებს აძლევს პატარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვან თავი. იქ ნათქვამია: «თუ ვინმე ეცდება ამის გაკეთებას, მტკიცედ და ხმამაღლა უთხარი: „გაჩერდი! იცოდე ყველას ვეტყვი, რასაც აკეთებ!“»

მექსიკაში 5 წლის გოგონას, ბეთსიდას, დედა ამბობს, რომ ის უკვე მეორედ კითხულობს ქალიშვილთან ერთად წიგნს „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. დედა ამბობს: „რამდენადაც ეს ქვეყნიერება სულ უფრო მეტად იძირება უზნეობის ჭაობში, ეს მეტ ზეწოლას ახდენს ჩვენს პატარებზე. ჩემი გოგონა ამბობს, რომ ის ძალიან მადლიერია 32–ე თავში მოცემული რჩევებისთვის, რომლებიც ეხება შეუფერებელი საქციელისგან თავის დაცვას“.

ეს შესანიშნავად ილუსტრირებული, ამ ჟურნალის ზომის 256–გვერდიანი წიგნი დიდ დახმარებას უწევს მშობლებს, რომლებიც შვილებს ბიბლიური ნორმებით ცხოვრებას ასწავლიან (იგავები 22:6). გაკვეთილები, რომლებიც იესოს სწავლებებზეა დაფუძნებული, მარტივი ენით არის გადმოცემული. თუმცა მასალა ყველა ასაკის ადამიანისთვისაა გათვალისწინებული. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით მას ამ ჟურნალის მე–5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა