არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსაკუთრებული საჩუქარი ადამიანებისთვის

განსაკუთრებული საჩუქარი ადამიანებისთვის

განსაკუთრებული საჩუქარი ადამიანებისთვის

ადამიანებს უფრო მეტი გვჭირდება, ვიდრე ჰაერი, საკვები და წყალი. ნამდვილად ბედნიერები რომ ვიყოთ, სულიერი წყურვილი უნდა მოვიკლათ. უნდა ვიცოდეთ, რა არის სიცოცხლის აზრი და რისთვის ვარსებობთ. ამიტომაც ამბობდა იესო ქრისტე: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

სულიერი წყურვილის მოკვლის შესაძლებლობას ღმერთი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნის მეშვეობით გვაძლევს. ეს წიგნი ბიბლიაა. ის მთლიანად ან ნაწილობრივ 2 400 ენაზეა ხელმისაწვდომი (2 ტიმოთე 3:16). ბიბლია მოგვითხრობს, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო და სიცოცხლე დედამიწაზე (დაბადება, თავები 1, 2). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთმა შემოქმედებას ექვსი სიმბოლური „დღე“ ანუ დროის გარკვეული მონაკვეთი მოანდომა, რაც შეესაბამება მეცნიერების მიერ დადგენილ ძირითად ეპოქებს, რომლითაც ისინი დედამიწის გეოლოგიურ ისტორიას ყოფენ.

ბიბლია გვამცნობს, რა აქვს განზრახული ღმერთს ადამიანებისთვის. მისი განზრახვა კარგად ჩანს ფსალმუნის 37:29-დან: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“. აქედან გამომდინარე, ღვთის თვალში მართალი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე და არა ზეცაში. იმ დროს დედამიწა არ იქნება დაბინძურებული, როგორც ეს დღეს არის. მთელი პლანეტა სამოთხედ გადაიქცევა (ფსალმუნი 104:5; ლუკა 23:43).

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა

დედამიწა სამოთხედ იქცევა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით. ესაიას 11:9-ში ნათქვამია: „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“. ეს ცოდნა დღესვე ეხმარება ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომ მშვიდად და შეხმატკბილებულად იცხოვრონ. გარდა ამისა, ისინი მთელი სერიოზულობით ეკიდებიან იესოს მიერ ლოცვაში წარმოთქმულ სიტყვებს: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

თუ გსურთ, მეტი გაიგოთ იმ იმედის შესახებ, რომელსაც ბიბლია გვაძლევს, იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან უსასყიდლოდ. *

[სქოლიო]

^ აბზ. 7 შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.watchtower.org