არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გადაშენების პირას მისულ სახეობათა თავშესაფარი

გადაშენების პირას მისულ სახეობათა თავშესაფარი

გადაშენების პირას მისულ სახეობათა თავშესაფარი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

მთელ მსოფლიოში იზრდება გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების რიცხვი. მკვლევარების გამოთვლით, ყოველწლიურად ათასობით სახეობა წყვეტს არსებობას. საბედნიეროდ, მთები მრავალი ისეთი მცენარისა და ცხოველის თავშესაფარს წარმოადგენს, რომელთა პოპულაციაც ერთ დროს საკმაოდ დიდი იყო. მაგრამ გარემოს დაბინძურებისა თუ ადამიანთა ჩარევის გამო ამ სახეობებს ასეთ მაღლობებშიც ემუქრებათ საფრთხე. ამას ალბათ ყველაზე მეტად ევროპის მაგალითი ცხადყოფს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია.

ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მდებარე პირენეს მთებში რამდენიმე ეროვნული პარკია, რომლებიც მცენარეთა და ცხოველთა სხვადასხვა სახეობისთვის საუკეთესო თავშესაფარია. ამ ადგილებში სტუმრებს გადაშენების პირას მისული მცენარეებისა და ცხოველების ნახვა შეუძლიათ.

გადაშენების პირას მისული სახეობები

ყვავილები. ზოგიერთი სახეობის ულამაზესი ყვავილი იქ ზღვის დონიდან 1 500 მეტრის ზემოთ იზრდება. მილისებრი ნაღველა (1), რომელსაც ხასხასა ლურჯი ყვავილი აქვს, ხალიჩასავით არის მოფენილი ფერდობზე, სადაც ხეებიც კი არ იზრდება. თუ ფერდობზე დაეშვებით, წიფლის ხეებს შორის შეხვდებით გადაშენების პირას მისული ორქიდეის ერთ-ერთ სახეობას „ვენერას ქოშს“ (2). ამ ადგილებს ყოველ წელს ასობით დამთვალიერებელი სტუმრობს, ამიტომ ტყის მცველები აქ დღეში 14 საათს მორიგეობენ, რომ ვინმემ არ დააზიანოს ან არ დაგლიჯოს ეს ძვირფასი ყვავილები.

პეპლები. ხელუხლებელ ალპურ მდელოებზე თვალისმომჭრელი ყვავილები ჭრელ-ჭრელი პეპლებისთვის საუკეთესო გარემოს წარმოადგენს. ნარშავებს წითლად დაწინწკლული დიდი პეპელა აპოლონი (3) დასტრიალებს. პატარა ყვავილები კი ხშირად მასპინძლობენ ლურჯ და ნარინჯისფერ პეპლებს (4), რომლებიც ცისფერასებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან. მოხატული ქალბატონი და მეჭინჭრია პეპლები ყვავილებით გადაპენტილ მდელოებზე დაფარფატებენ.

ცხოველები. ერთ დროს ევროპის დიდ ნაწილში ბევრი დიდი ძუძუმწოვარი ბინადრობდა. მაგრამ მონადირეების სიხარბემ ზოგიერთი სახეობა გადაშენების პირას მიიყვანა. მგლები, დათვები, ფოცხვერები (5), ბიზონები, არჩვები და ნიამორები (6) მხოლოდ რამდენიმე მთის ზოლში ან შორეულ ჩრდილოეთში ბინადრობენ. პირენეს ნაკრძალების ეს დიდებული ბინადრები იმის ნათელი მტკიცებაა, რომ ერთ დროს ისინი მრავლად იყვნენ ამ მთებში. მრავალ ტურისტს აინტერესებს, ხომ არ ემუქრებათ ამ საუცხოო სახეობების იშვიათ წარმომადგენლებსაც გადაშენება.

ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სამყაროს შემოქმედი იეჰოვა ღმერთი ზრუნავს მთების ბინადრებზე, რადგან „მისია მთათა მწვერვალები“ (ფსალმუნი 95:4). ერთ-ერთ ფსალმუნში ღმერთი ამბობს: „ჩემია ტყის ყველა გარეული ცხოველი და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე. კარგად ვიცი მთის ყველა ფრინველი“ (ფსალმუნი 50:10, 11). იეჰოვა ზრუნავს დედამიწასა და მის ქმნილებებზე, ამიტომ გვჯერა, რომ ის არასოდეს დაუშვებს მთის ბინადართა გადაშენებას.

[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]

La Cuniacha