არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვიკითხო ბიბლია სიამოვნებით?

როგორ ვიკითხო ბიბლია სიამოვნებით?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვიკითხო ბიბლია სიამოვნებით?

რამდენად ხშირად კითხულობ ბიბლიას? (აღნიშნე ერთ-ერთი)

□ ყოველდღე

□ კვირაში ერთხელ

□ სხვა ․․․․․

დაასრულე შემდეგი წინადადება.

ბიბლიის კითხვა სიამოვნებას არ მანიჭებს, რადგან . . . (აღნიშნე პასუხ(ებ)ი)

□ მოსაწყენი მეჩვენება

□ ძნელად ვიგებ

□ ყურადღება მეფანტება

□ სხვა ․․․․․

უხალისოდ კითხულობ ბიბლიას? თუ ასეა, ალბათ, დაეთანხმები 18 წლის ვილს, რომელიც ამბობს: „ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბიბლია საინტერესო წიგნი არ არის, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ არ იცი, როგორ წაიკითხო ის“.

როგორ ვისწავლოთ ბიბლიის კითხვა? გინდა იცოდე იმის შესახებ, თუ როგორ . . .

მიიღო სწორი გადაწყვეტილებები?

შეიძინო ნამდვილი მეგობრები?

გაუმკლავდე სტრესს?

ამ და სხვა საკითხებზე ბიბლიაში შესანიშნავი რჩევებია მოცემული. ის სიბრძნის საგანძურია. ამ საგანძურის საპოვნელად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამას ისეთივე ძალისხმევა სჭირდება, როგორიც პირდაპირი გაგებით განძის პოვნას. რაც უფრო მეტ ძალასა და ენერგიას ხარჯავ განძის საპოვნელად, მით უფრო სასიხარულოა მისი აღმოჩენა (იგავები 2:1—6).

როგორ შეგიძლია ბიბლიაში განძის პოვნა? მარჯვნივ მოცემული ჩარჩო წარმოდგენას შეგიქმნის იმაზე, თუ როგორ იკითხო ბიბლია, ხოლო მეორე გვერდზე მოცემული ჩარჩოდან გაიგებ, თუ რა თანმიმდევრობით წაიკითხო ბიბლია. გაითვალისწინე მომდევნო გვერდებზე მოცემული ის რჩევები, რომლებიც პირადად შენ გეხება.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

თუ შენთვის ხელმისაწდომია ინტერნეტი, შეგიძლია ბიბლია რამდენიმე ენაზე წაიკითხო შემდეგ მისამართზე: www.watchtower.org/e/bible

დაფიქრდი

როგორც ამბობენ, რაც უფრო მეტს შრომობ, მით მეტს მიიღებ.

▪ როგორ მართლდება ეს სიტყვები, როცა საქმე ბიბლიის კითხვას ეხება?

▪ როდის შეგიძლია წაიკითხო ბიბლია?

[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]

როგორ ვიკითხო ბიბლია?

სანამ კითხვას დაიწყებ . . .

▪ შეარჩიე მშვიდი გარემო, რომ კითხვისას ყურადღება არ გაგეფანტოს.

▪ ილოცე, რომ წაკითხული გაიგო.

კითხვის დროს . . .

▪ გამოიყენე რუკები და ილუსტრაციები, რაც ბიბლიური სიუჟეტების წარმოდგენაში დაგეხმარება.

▪ გაითვალისწინე გარემო და ყურადღება მიაქციე დეტალებს.

▪ წაიკითხე სქოლიოები და მარგინალური მუხლები.

▪ ჰკითხე საკუთარ თავს:

ფაქტები: როდის მოხდა? ვინ თქვა ეს სიტყვები? ვისი მისამართით იყო ნათქვამი ეს სიტყვები?

მნიშვნელობა: როგორ ავუხსნი ამას სხვას?

ღირებული ინფორმაცია: რატომ ჩააწერინა იეჰოვამ ეს ცნობა ადამიანებს თავის სიტყვაში? რას ამბობს ეს იეჰოვას ბუნებასა და მოქმედებებზე? რა შემიძლია ვისწავლო აქედან?

წაკითხვის შემდეგ . . .

▪ დამატებით გამოიკვლიე. გამოიყენე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული პუბლიკაციები, მაგალითად „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ და „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ (ინგლ.).

▪ კიდევ ერთხელ ილოცე. მოუყევი იეჰოვას, რაც ისწავლე და, როგორ აპირებ ცხოვრებაში ნასწავლის გამოყენებას. მადლობა გადაუხადე მისი სიტყვისთვის.

[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]

 როგორი თანმიმდევრობით წაიკითხავ ბიბლიას?

ვარიანტები . . .

□ დაბადებიდან გამოცხადებამდე.

□ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით; იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც არის დაწერილი ბიბლიის წიგნები ან მოვლენათა თანმიმდევრობით.

□ ყოველდღე ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთი.

ორშაბათი: ისტორიული მოვლენები („დაბადება“ — „ესთერი“)

სამშაბათი: იესოს ცხოვრება და სწავლება („მათე“ — „იოანე“)

ოთხშაბათი: პირველი ქრისტიანები („საქმეები“)

ხუთშაბათი: წინასწარმეტყველება და ზნეობრივი საკითხები („ესაია“ — „მალაქია“, „გამოცხადება“)

პარასკევი: პოეზია და სიმღერები („იობი“, „ფსალმუნები“, „ქებათა ქება“)

შაბათი: ცხოვრებისეული სიბრძნე („იგავები“, „ეკლესიასტე“)

კვირა: კრებებისთვის მიწერილი წერილები („რომაელები“ — „იუდა“)

რა ვარიანტიც არ უნდა აირჩიო, საქმე ბოლომდე მიიყვანე. დასვი ეს ნიშანი ყოველი წაკითხული თავის ბოლოში ან სხვაგვარად აღნიშნე.

ამოჭერი ჟურნალიდან ეს ჩარჩო და ბიბლიაში ჩადე.

[ჩარჩო⁄დიაგრამა 24 გვერდზე]

წარმოიდგინე ის, რასაც კითხულობ!

ბიბლიის კითხვა საინტერესო პროცესად აქციე. მაგალითად:

□ დახაზე ბიბლიურ პერსონაჟთა გენეალოგიური ხე.

□ შეადგინე დიაგრამები. მაგალითად, როცა კითხულობ ღვთის ერთგული მსახურის შესახებ, დაუკავშირე მისი თვისებები და მოქმედებები იმ კურთხევებს, რომლებიც მან მიიღო (იგავები 28:20).

[დიაგრამა]

ღვთის მეგობარი

მორჩილი

ერთგული

↑ ↑

აბრაამი

□ დახატე სურათი წაკითხულის აღსაწერად.

□ გააკეთე ჩანახატები მოვლენათა თანმიმდევრობის მიხედვით. აღწერე, რა ხდება თითოეულ სიუჟეტში.

□ გააკეთე, მაგალითად, ნოეს კიდობნის მოდელი (იხილე 2007 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 22).

ხმამაღლა იკითხე ბიბლია მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. შეგიძლია ვინმე მთხრობელად აირჩიო, სხვები კი პერსონაჟების როლში გამოიყვანო.

□ შეარჩიე რომელიმე ბიბლიური მოვლენა და ახალ ამბად აქციე. სხვადასხვა მხრიდან გააშუქე ეს მოვლენა, ჩართე ინტერვიუები მთავარ პერსონაჟებთან და თვითმხილველებთან.

□ შეარჩიე ისეთი ბიბლიური სიუჟეტი, რომლის პერსონაჟი არაგონივრულ გადაწყვეტილებას იღებს და წარმოიდგინე, როგორ შეიძლებოდა დამთავრებულიყო ეს ამბავი. მაგალითად, პეტრეს მიერ იესოს უარყოფა (მარკოზი 14:66—72). როგორ შეეძლო რთულ მდგომარეობაში მყოფ პეტრეს მოქცეულიყო?

□ უყურე ან უსმინე ბიბლიურ დრამებს.

დაწერე დრამის შენებური სცენარი. აჩვენე, რისი სწავლა შეიძლება ამ სიუჟეტიდან (რომაელები 15:4).

იდეა: დადგი ეს დრამა მეგობრებთან ერთად.

[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]

იყავი მიზანსწრაფული

▪ დაისახე მიზანი. ქვემოთ დაწერე თარიღი, თუ როდის გინდა, დაიწყო პროგრამით გათვალისწინებული ბიბლიის კითხვა.

․․․․․

▪ აირჩიე ბიბლიის ის წიგნები, რომელიც გაინტერესებს (იხილე ჩარჩო  „როგორი თანმიმდევრობით წაიკითხავ ბიბლიას?“). ქვემოთ დაწერე, თავდაპირველად ბიბლიის რომელი წიგნის წაკითხვას აპირებ.

․․․․․

▪ ბიბლიის კითხვას თავიდან რამდენიმე წუთი დაუთმე. ჯობია, 15 წუთით მაინც წაიკითხო ბიბლია, ვიდრე საერთოდ არ წაიკითხო. ქვემოთ მიუთითე, რა დრო შეგიძლია გამოყო ბიბლიის კითხვისთვის.

․․․․․

რჩევა: არ შეწყვიტო ბიბლიის გამოკვლევა. მინიშნებები შიგ ბიბლიაშივე გააკეთე. გახაზე შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლები.

[ჩარჩო⁄სურათები 25 გვერდზე]

რას ამბობენ შენი თანატოლები?

„ვცდილობ ბიბლიის მცირე მონაკვეთი მაინც წავიკითხო ძილის წინ. ეს მეხმარება, რომ სანამ ჩამეძინება, კარგზე ვიფიქრო“ (მეგანი).

„ერთი მუხლის წაკითხვასა და გამოკვლევას 15 წუთს ვანდომებ. ვკითხულობ ყველა სქოლიოს, ვეძებ მარგინალურ მუხლებს და დამატებით ინფორმაციას. თუმცა ზოგჯერ ერთი მუხლის გამოსაკვლევად 15 წუთი არ მყოფნის. კითხვის ასეთი მეთოდით ძალიან ბევრს ვსწავლობ“ (კორი).

„ერთხელ ბიბლია 10 თვეში წავიკითხე. ასეთ მოკლე დროში ბიბლიის წაკითხვა დამეხმარა, მის სხვადასხვა ნაწილებს შორის კავშირი დამენახა, რაც მანამდე არასდროს შემიმჩნევია“ (ჯონი).

[ჩარჩო 25 გვერდზე]

შენ თვითონ შეარჩიე

შეარჩიე სიუჟეტი. ბიბლია სავსეა რეალური მოვლენებით. შეარჩიე ერთ-ერთი, რომელიც გაინტერესებს და წაიკითხე თავიდან ბოლომდე.

რჩევა: ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ჩავწვდეთ უკეთესად ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთს, იხილე „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, გვერდი 292. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

შეარჩიე რომელიმე სახარება. წაიკითხე „მათე“ (პირველი სახარება), „მარკოზი“ (სახარება, რომელშიც მოვლენები სწრაფად ვითარდება), „ლუკა“ (სადაც ყურადღება ექცევა ლოცვასა და ქალებს) ან „იოანე“ (სადაც სხვა სახარებებთან შედარებით ბევრი ახალი ინფორმაციაა).

რჩევა: სანამ წაიკითხავ, მოკლედ გაეცანი ინფორმაციას ბიბლიის წიგნისა და მისი დამწერის შესახებ, რათა უკეთ გაიგო, რით განსხვავდება ერთი სახარება სხვებისგან.

შეარჩიე ფსალმუნი. მაგალითად:

თუ თავს მარტოდ გრძნობ, წაიკითხე 142-ე ფსალმუნი.

თუ შენი სისუსტეების გამო გულგატეხილობა გეუფლება, წაიკითხე 51-ე ფსალმუნი.

თუ ეჭვი გეპარება ღვთის ზნეობრივ ნორმებში, წაიკითხე 73-ე ფსალუმუნი.

რჩევა: ჩამოწერე ის ფსალმუნები, რომლებმაც პირადად შენ გაგამხნევა.

[ჩარჩო 26 გვერდზე]

კარგად გამოიკვლიე

გაითვალისწინე ვითარება. გაიგე როდის, სად და რა გარემოში ვითარდება ესა თუ ის მოვლენა.

მაგალითი: წაიკითხე ეზეკიელის 14:14. რამდენი წლის იქნებოდა დანიელი, როდესაც იეჰოვამ ის ნოესა და იობთან ერთად სამაგალითო ადამიანად მოიხსენია?

მინიშნება: ეზეკიელის მე-14 თავი დაიწერა დანიელის ბაბილონში გადასახლებიდან ხუთ წელიწადში. ამ დროს ის მოზარდი იქნებოდა.

სიღრმისეული ინფორმაცია: ყურადღებიდან ხომ არ გამორჩებოდა იეჰოვას დანიელის ერთგულება მისი ასაკის გამო? რა კურთხევები მოუტანა დანიელს სწორმა არჩევანმა? (დანიელი 1:8—17). როგორ დაგეხმარება შენ დანიელის მაგალითი სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში?

ყურადღება მიაქციე დეტალებს. ზოგჯერ ერთი ან ორი სიტყვაც კი შეიძლება ბევრის მთქმელი იყოს.

მაგალითი: მათეს 28:7 შეადარე მარკოზის 16:7-ს. რატომ მოიხსენია მარკოზმა ის დეტალი, რომ მალე იესო ეჩვენებოდა მოწაფეებსა „და პეტრეს“?

მინიშნება: მარკოზი არ იყო ამ მოვლენების თვითმხილველი. როგორც ჩანს, მან ეს ინფორმაცია პეტრესგან მიიღო.

სიღრმისეული ინფორმაცია: რატომ იგრძნობდა პეტრე თავს დამშვიდებულად, როცა გაიგებდა, რომ იესოს კვლავ სურდა მისი ნახვა? (მარკოზი 14:66—72). როგორ დაამტკიცა იესომ, რომ პეტრეს ნამდვილი მეგობარი იყო? შენ როგორ შეგიძლია მიჰბაძო იესოს და დაამტკიცო, რომ ნამდვილი მეგობრობა შეგიძლია?

დამატებითი კვლევა-ძიება. გამოიყენე ბიბლიური ლიტერატურა.

მაგალითი: წაიკითხე მათეს 2:7—15. როდის მოინახულეს ასტროლოგებმა იესო?

მინიშნება: იხილე 2008 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 31. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

სიღრმისეული ინფორმაცია: როგორ დაეხმარა იეჰოვა იესოს ოჯახს მატერიალურად ეგვიპტეში ყოფნის დროს? როგორ დაგეხმარება ღვთისადმი ნდობა გაჭირვების დროს? (მათე 6:33, 34).