არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხოჭოს საფარველი

ხოჭოს საფარველი

ვინ შექმნა?

ხოჭოს საფარველი

▪ ხოჭო Cyphochilus-ის ქერცლი, რომელიც მას სხეულზე აქვს, ადამიანის თმაზე ათჯერ თხელია. „როდესაც ხოჭოს ქერცლი ელექტრომიკროსკოპის ქვეშ მოვათავსე, ჩემ წინ საოცარი სურათი გადაიშალა“, — ამბობს ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის პროფესორი პიტ ვუკუსიჩი.

დაფიქრდით: ვუკუსიჩზე შთაბეჭდილება მოახდინა ხოჭოს თვალისმომჭრელმა სითეთრემ, რომელიც არანაირ პიგმენტს არ შეიცავს. ხოჭოს ასეთი ფერის საიდუმლო ქერცლზე არსებული ბუსუსების ზომასა და განლაგებაში მდგომარეობს, რის წყალობითაც მასზე დაცემული შუქი უჩვეულოდ ირეკლება. „სხვადასხვა მასალის წარმოებისას, მაგალითად, უმაღლესი ხარისხის ქაღალდის, პოლიეთილენისა და საღებავის დამზადებისას საჭიროა ორჯერ მეტი სისქის მინერალური ფენა, რომ მასალა ისეთივე თეთრი გამოვიდეს, როგორიც ხოჭო Cyphochilus-ის სხეულის ზედაპირია“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში (Science Daily).

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ფერის წყალობით ხოჭო Cyphochilus-ის შემჩნევა რთულია თეთრ სოკოებზე, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ. მაგრამ მეცნიერებს ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ამ პაწაწინა ხოჭოს თეთრი ფერის საიდუმლო ტექნიკაში, მაგალითად ულტრათეთრი სინთეტიკური მასალების დასამზადებლად. ვუკუსიჩის აზრით, ქაღალდისა და ჩვენი კბილების ფერი, ასევე სინათლის სიკაშკაშე „გაცილებით გაუმჯობესდება, თუ კარგად შევისწავლით, რით არის განპირობებული ამ ხოჭოს თვალისმომჭრელი სითეთრე და ამ პრინციპს ტექნოლოგიაში გამოვიყენებთ“.

რას ფიქრობთ? შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ ხოჭო Cyphochilus-ის თეთრი საფარველი, თუ ის შემოქმედმა შექმნა?

[სურათი 24 გვერდზე]

ხოჭო Cyphochilus-ი თითის წვერზე პატარაა (გადიდებული სურათი)

[საავტორო უფლება]

Department of Entomology, Kasetsart University, Bangkok