არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

▪ „ჩვენ სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ [პოლიტიკური კრიზისი საქართველოში] . . . ღმერთი ჩვენთან არს და ღვთისმშობელი მარიამი გვმფარველობს, მაგრამ ერთი რამ ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს — მართლმადიდებელი რუსეთი მართლმადიდებელ საქართველოს ბომბავს“ (საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II).

▪ „ექსტრემალური კონტრაცეპტივებისთვის (აგრეთვე ცნობილია, როგორც დილის აბები) ექიმთან პაციენტების კონსულტაციის რიცხვი ბოლო ექვსი თვის მანძილზე სამჯერ გაიზარდა, [ხოლო] ამ კონტრაცეპტივებზე მოთხოვნა 2004 წლიდან 200 პროცენტით გაიზარდა . . . განსაკუთრებით ინტენსიურია ზარები ორშაბათობით. ხშირ შემთხვევაში მოზარდები რეკავენ“, („კლარინი“, არგენტინა).

▪ 13—17 წლის ამერიკელმა ახალგაზრდამ, რომელიც მობილურ ტელეფონს იყენებენ, „[2008 წლის] მეორე კვარტლის განმავლობაში გაგზავნა ან მიიღო საშუალოდ 1 742 ტექსტური შეტყობინება“, („ნიუ-იორკ ტაიმზი“, აშშ).

▪ „მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 12 პროცენტს სხვადასხვა სახის ფსიქიკური მოშლილობა აქვს“, (WORLD FEDERATION FOR MENTAL HEALTH, აშშ).

▪ „სავარაუდოდ, ხუთიდან ერთ ევროპელს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს [კანაფი, რისგანაც მარიხუანას ამზადებენ]“, (EUROPEAN MONITORING CENTRE FOR DRUGS AND DRUG ADDICTION, პორტუგალია).

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბიბლიური სახელი

იერუსალიმში, დავითის ძველ ქალაქში არქეოლოგებმა 2 600 წლის წინანდელი თიხის ბეჭედი ანუ ბულა აღმოაჩინეს, რომელზეც იყო წარწერა „გედალია ფაშხურის ძე“. გედალია ბიბლიაში, იერემიას 38:1-შია მოხსენიებული. ამავე ტერიტორიაზე 2005 წელს აღმოჩენილ იქნა ბულა, რომელზეც წარწერილი იყო იეჰუქალი ანუ „იუქალ [იეჰუქალის შემოკლებული ფორმა] შელემიას ძე“. ეს ორი მამაკაცი მეფე ციდკიას სამეფო კარზე მთავრებად მსახურობდა. „ისრაელის არქეოლოგიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღმოაჩინეს თიხის ორი ბულა იმ ბიბლიური სახელებით, რომლებიც ერთ ბიბლიურ მუხლში გვხვდება; თანაც ისინი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე იპოვეს“ (The Jerusalem Post).

ახალი ტექნოლოგია დამნაშავეთა წინააღმდეგ

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს მოქალაქეები, ძირითადად, ტელეფონით უკავშირდებიან. თუმცა ახლახან ტექნოლოგიურმა სიახლეებმა შესაძლებელი გახადა პოლიციასთან ტექსტური შეტყობინებებით დაკავშირება. „მოქალაქეებს მოუწოდებენ, მობილური ტელეფონების საშუალებით დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გააკეთონ და პოლიციას გაუგზავნონ“, — იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმზი“. გაზეთში ნათქვამია: „გადაიდგა ნაბიჯები, რომ პოლიციის განყოფილებას შესაძლებლობა ჰქონდეს, დაუყოვნებლივ გაუგზავნოს ფოტოები საპატრულო პოლიციას, რომლებიც იმ რაიონში პატრულირებენ, სადაც დანაშაული მოხდა“.

კაჭკაჭები საკუთარ თავს ცნობენ

„აქამდე ცნობილი იყო, რომ მხოლოდ შიმპანზეებს, დელფინებსა და სპილოებს ჰქონდათ უნარი, ადამიანების მსგავსად საკუთარი თავი ეცნოთ სარკეში“, — იუწყება „რეიტერი“. ახლა კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ „კლუბს“ კიდევ ერთი წევრი, ევრაზიული კაჭკაჭი შეემატა. მკვლევარებმა კაჭკაჭებს სხვადასხვა ფერის წერტილები დაახატეს, რომლებსაც ისინი მხოლოდ სარკეში თუ დაინახავდნენ. „ფრინველები ცდილობდნენ მოეშორებინათ ეს წერტილები, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სარკეში ისინი საკუთარ თავს ხედავდნენ და არა სხვა რამეს“, — ნათქვამია ზემოხსენებულ წყაროში.