არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პაციენტის უფლება

პაციენტის უფლება

პაციენტის უფლება

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან

▪ იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმაზე უარს ამბობენ. ამას საფუძვლად უდევს ბიბლიური კანონი, რომელშიც ნათქვამია: „ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ“. პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც გასაგებად მიეცათ მითითება: ‘მოერიდეთ სისხლს’ (დაბადება 9:4; საქმეები 15:29; ლევიანები 17:14).

იტალიის პატარა ქალაქ მონტერენზიოს საშუალო სკოლის მოსწავლეებს სთხოვეს, დაეწერათ თავისუფალი თემა დონორის სისხლის მნიშვნელოვნებაზე. მოსწავლეებს შორის იყო ბენედეტა, იეჰოვას მოწმე, რომელმაც დაწერა:

„ყველამ კარგად იცის, რომ იეჰოვას მოწმეები ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობის სხვა მეთოდებზეც ამბობენ უარს. იეჰოვას მოწმეები ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე. ისინი ეძებენ მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს თავიანთთვის და თავიანთი შვილებისთვის. მათ სურთ ექიმებთან თანამშრომლობა და ამავე დროს ის, რომ მათ რწმენას პატივს სცემდნენ“.

შემდეგ ბენედეტა დასძენს: „პაციენტს უფლება აქვს, აირჩიოს მკურნალობის ის მეთოდი, რომელზეც ფიქრობს, რომ მისთვის საუკეთესოა. მის არჩევანს პატივს უნდა სცემდნენ, მას უფლება აქვს, იცოდეს, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვება მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს“.

იტალიის დონორთა ასოციაციის ფილიალმა მონტერენზიოში დააწესა პრიზი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემდნენ საკუთარ აზრს ამ თემაზე. ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო: „განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ბენედეტა ბარბის თემამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი თემის შინაარსი რადიკალურად განსხვავდებოდა დონორთა ასოციაციის ფილიალისა და უმრავლესობის შეხედულებებისგან, ამ მოსწავლემ შეძლო თავაზიანი ფორმით თავისი მრწამსის ღირსეულად წარდგენა“.

მართალია, იეჰოვას მოწმეების შეხედულება სისხლზე უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგება, დღეს მრავალი ექიმი დარწმუნდა მათი პოზიციის სისწორეში. იეჰოვას მოწმეთა პოზიციამ ბიძგი მისცა ექიმებს, შეემუშავებინათ ახლებური სამედიცინო პროცედურები, რომელიც შეამცირებდა ოპერაციის დროს სისხლის დაკარგვის რაოდენობას. დღეს ამ პროცედურებით სარგებლობენ როგორც იეჰოვას მოწმეები, ისე სხვა პაციენტები. მაგრამ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მთავარი მიზეზი, რის გამოც იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპია.

თუ იეჰოვას მოწმეები მოგაკითხავენ სახლში, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რა თვალსაზრისი აქვს შემოქმედს სისხლზე. ისინი დიდი სიხარულითა და „ღრმა პატივისცემით“ განიხილავენ თქვენთან ამ საკითხს (1 პეტრე 3:15).

[ჩარჩო⁄სურათი 30 გვერდზე]

დამატებითი ინფორმაცია

ცნობილი სპეციალისტების დახმარებით შეიქმნა DVD, სახელწოდებით „სისხლის გადასხმის ალტერნატივები“. მასში განხილულია სისხლის გადასხმის ალტერნატივებთან დაკავშირებული სამედიცინო, იურიდიული და ეთიკური პრინციპები. თუ გსურთ ამ დისკის მიღება, მიაკითხეთ იეჰოვას მოწმეებს.