არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„ქრისტიანების ღმერთი ჯერ კიდევ ცოცხლობს ამერიკელთა გულებში, მაგრამ უწინდელთან შედარებით ის დღეს ყველაზე ნაკლებ გავლენას ახდენს ჩვენს პოლიტიკასა და კულტურაზე“ (NEWSWEEK, აშშ).

„ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებულთა ახალი ჯგუფი წარმოიშვა: წყვილები, რომლებიც ვერ ახერხებენ გაყრას. ამ რთულ პერიოდში ბევრისთვის მატერიალური თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელია ერთად დარჩენა, ვიდრე გაყრა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ“ (THE WALL STREET JOURNAL, აშშ).

გერმანიაში გამოკითხული დედებიდან ყოველი მესამე თავისი ქალიშვილისგან სწავლობს მოდურ ჩაცმას, მეგობრობას, საკუთარი თავის პატივისცემას და შემგუებლობას (BERLINER MORGENPOST, გერმანია).

გამძლე ანტისხეულები

„ცხრა ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყველაზე მომაკვდინებელმა გრიპმა გადაუარა. მათ სისხლში, ვინც 1918 წლის ვირუსს გადაურჩა, დღემდე მოქმედებს ძლიერმოქმედი დამცავი მექანიზმი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად გამძლეა ადამიანის იმუნური სისტემა“, — ნათქვამია ერთ-ერთ გაზეთში (International Herald Tribune). ესპანურ გრიპგადატანილთა სისხლის ანალიზის შედეგად მეცნიერებმა „აღმოაჩინეს ანტისხეულები, რომლებიც კვლავაც გადაადგილდებიან სისხლში და გრიპის ძველი შტამების ლიკვიდირებისთვის არიან მზად“. ამ ანტისხეულების საფუძველზე მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელმაც განკურნა მომაკვდინებელი გრიპით ხელოვნურად დაავადებული თაგვები. მკვლევარები გაოგნებული არიან იმუნური სისტემის საოცარი „მეხსიერებით“. „ღმერთმა გვაკურთხა ანტისხეულებით! — წამოიძახა ერთმა მეცნიერმა. — თუ არ მოგკლა, გაგაძლიერებს“.

შეკითხვები ღმერთს

„თუ კეთილი ხარ, რატომღაა ამდენი ტანჯვა?“, — როგორც შვედური გაზეთი იტყობინება, შვედი სტუდენტები პირველ რიგში ღმერთს ამ კითხვას დაუსვამდნენ (Dagen). გამოკვლევამ ცხადყო, რომ მათ შემდეგ კითხვებზეც აინტერესებთ პასუხი: რა არის სიცოცხლის აზრი? და რა ხდება სიკვდილის შემდეგ? როგორც ცნობილია, შვედეთი ერთ-ერთი ნაკლებად რელიგიური ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, როგორც ამ კვლევის ჩამტარებელი ქრისტიანული სტუდენტური ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი ამბობს: „ეს კითხვები კვლავ აქტუალურია. ახალგაზრდებს დღესაც ებადებათ ასეთი კითხვები“.

უძლურება ცოლ-ქმრის ბედნიერებას უწყობს ხელს

„ასაკის მიუხედავად, ქალებიც და კაცებიც, ოჯახურ გარემოში თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ დაუძლურების შემდეგ“, — ამბობენ მკვლევარები. მართალია, გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული, როცა ადამიანს ძველებურად აღარ შეუძლია ყოველდღიური საქმეების კეთება, მაგრამ ეს ცოლ-ქმარს უფრო აახლოვებს. განსაკუთრებით ასაკოვანი მამაკაცები აღნიშნავენ, რომ ახლა უფრო მეტი დრო რჩებათ მეუღლეებისთვის. „ახალმა პასუხისმგებლობებმა კაცებს უწინდელთან შედარებით მეტი შესაძლებლობა მისცა, რომ დრო დაეთმოთ მეუღლეებისთვის და ეზრუნათ მათზე. შედეგად უფრო მეტად დააფასეს ცოლქმრული ურთიერთობა“, — ამბობს კარენ რობერტო, ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის გერონტოლოგიის ცენტრის დირექტორი (აშშ).