არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბუნება შთაგონების წყარო

ბუნება შთაგონების წყარო

ბუნება შთაგონების წყარო

„მომსმენი ყური და მხედველი თვალი — ორივე იეჰოვას შექმნილია“ (იგავები 20:12)

თვალები პაწაწინა ტელეკამერებს ჰგავს. საგნებიდან არეკლილ სინათლის სხივებს თვალი ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის და მხედველობის ნერვის გავლით მას გადასცემს ტვინის უკანა ნაწილს, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი.

ეს მინიატურული ორგანო, რომლის დიამეტრი 24 მილიმეტრია, წონა კი 7,5 გრამი, ნამდვილი სასწაულია. თვალი სხვადასხვანაირად რეაგირებს სუსტ და კაშკაშა სინათლეზე. მაგალითად, თუ ბნელ ოთახში 30 წუთს დავყოფთ და შემდეგ სინათლეზე გავალთ, ჩვენი თვალი დაახლოებით 10 000-ჯერ მგრძნობიარე გახდება.

როგორ ვხედავთ გარკვევით გამოსახულებას ნორმალური განათებისას? ჩვენს თვალს 100-ჯერ მეტი შუქზე მგრძნობიარე უჯრედი (პიქსელი) აქვს, ვიდრე ვიდეოკამერების უმრავლესობას. ამ უჯრედების უმეტესობა თავს იყრის თვალის ბადურის ცენტრში არსებულ პატარა ადგილას, ფოსოში, რომელიც უზრუნველყოფს მკვეთრი გამოსახულების მიღებას. ვინაიდან თვალებს განუწყვეტლივ ვამოძრავებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველაფერს, რაც მხედველობის არეშია მკვეთრად ვხედავთ. აღსანიშნავია, რომ თვალის ფოსო ამ წინადადების ბოლოში დასმული წერტილის ზომისაა.

სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები ელექტრულ სიგნალებს ერთი ნერვული უჯრედიდან მეორეს გადასცემს მხედველობის ნერვის მიმართულებით. თუმცა ნერვული უჯრედები მხოლოდ სიგნალებს არ გადასცემს. ის წინასწარ ამუშავებს მას, გამოყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას, არასაჭირო დეტალებს კი თავიდან იცილებს.

თავის ტვინის ის უბანი, რომელიც მხედველობას უზრუნველყოფს, რთულ ვიდეომიმღებს შეიძლება შევადაროთ. მას შეუძლია გაამკვეთროს გამოსახულება და იმ უჯრედებიდან წამოსული სიგნალები გაარჩიოს, რომლებიც ძირითად ფერებზეა მგრძნობიარე. ამიტომაც შეგვიძლია უამრავი ფერის გარჩევა. ტვინს შეუძლია ერთი თვალით დანახული მეორე თვალით დანახულს შეადაროს და უმნიშვნელო სხვაობებიც კი გაარჩიოს და ამგვარად, განსაზღვროს მანძილი ამა თუ იმ ობიექტამდე.

დაფიქრდით, თქვენს თვალს შეუძლია შორს მყოფ ხალხში დააფიქსიროს სახეები და გაუგზავნოს ტვინს ელექტრული იმპულსები, რომლებსაც ტვინი მკვეთრ გამოსახულებად გარდაქმნის. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ტვინს შეუძლია დაფიქსირებული სახეები შეადაროს ჩვენს მეხსიერებაში უკვე აღბეჭდილ ნაცნობ სახეებს და ამგვარად, ამოიცნოს ჩვენი მეგობრები. განა ეს რთული პროცესი აღმაფრთოვანებელი არ არის?!

[სურათი 7 გვერდზე]

თვალის ფუნქციონიერება იმაზე მოწმობს, რომ მას გონიერი შემოქმედი ჰყავს