არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტომატიზებული სანავიგაციო სისტემა

ავტომატიზებული სანავიგაციო სისტემა

ავტომატიზებული სანავიგაციო სისტემა

ყველამ ვიცით, რამდენად რთულია უცხო ქალაქში გზის გაკვლევა. საინტერესოა, როგორ იკვლევს მეზღვაური გზას უკიდეგანო ოკეანეში? კომპასიც რომ ჰქონდეს, მეზღვაური ვერაფერს გახდება, თუ არ იცის თავისი ადგილმდებარეობა. მე-18 საუკუნის 30-იან წლებში გამოიგონეს ხელსაწყოები — სანავიგაციო სექსტანტი და საზღვაო ქრონომეტრი, რომელთა მეშვეობით მეზღვაურებს შეეძლოთ განესაზღვრათ თავიანთი ზუსტი ადგილმდებარეობა და რუკაზე მოენიშნათ მარშრუტი. თითოეული ასეთი მარშრუტის გამოთვლას საათები სჭირდებოდა.

დღეს მრავალ ქვეყანაში მძღოლები იყენებენ არცთუ ისე ძვირად ღირებულ მოწყობილობებს, რომლებიც „ადგილმდებარეობის დადგენის გლობალურ სისტემასთან“ (GPS) არის დაკავშირებული. საჭიროა მხოლოდ შეიყვანოთ დანიშნულების ადგილის მისამართი. ეკრანზე დაინახავთ, სად იმყოფებით იმ მომენტში და რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ. როგორ მუშაობს ეს სისტემა?

სანავიგაციო სატელიტური მოწყობილობები იყენებს დაახლოებით 30 სატელიტს. სატელიტების რადიოსიგნალები სულ რაღაც წამებში აჩვენებს თითოეული სატელიტის ადგილმდებარეობასა და დროს. როგორც კი მიმღები მოწყობილობა რამდენიმე სატელიტთან დაამყარებს კავშირს, მას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს დრო, რაც სატელიტიდან თქვენს მიმღებამდე სიგნალის მიღებას დასჭირდება. სწორედ ამ ინფორმაციის მეშვეობით შეიძლება თქვენი ადგილმდებარეობის დადგენა. ეს მოწყობილობა მართლაც რთულ გამოთვლებს აწარმოებს. მას შეუძლია დაადგინოს, სხვადასხვა მიმართულებით სწრაფად მოძრავი, ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით დაშორებული სამი სატელიტის ზუსტი სიშორე.

პროფესორმა ბრედფორდ პარკინსონმა და ივან გეთინგმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გამოიგონეს „ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემა“ (GPS). მართალია, თავიდან მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ის ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი და 1996 წლიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში. GPS-ის მიმღები კომპიუტერული ტექნოლოგიის საოცრებაა; მაგრამ იყო კი ის პირველი სანავიგაციო მოწყობილობა?

[სურათის საავტორო უფლება 8 გვერდზე]

Globe: Based on NASA photo