არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამერიკაში ყოველწლიურად ბიბლია უფრო და უფრო დიდი რაოდენობით იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 90 პროცენტს, სულ მცირე, ბიბლიის ერთი ეგზემპლარი უკვე აქვს სახლში, ისინი მაინც ყიდულობენ ამ წიგნს . . . ყოველ წელს დაახლოებით 25 მილიონი ეგზემპლარი იყიდება“ (THE WALL STREET JOURNAL,შეერთებული შტატები).

„მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 4,5 მილიონ ადამიანს კბენს გველი. აქედან, სულ მცირე, 100 000 კვდება, ხოლო 250 000 მთელი ცხოვრება ინვალიდი რჩება“ (მელბურნის უნივერსიტეტი, ავსტრალია).

„2008 წელს დღეში დაახლოებით 210 მილიარდი იმეილი იგზავნება („ნიუ საიენტისტი“, დიდი ბრიტანეთი).

ტრანსპორტის ხმაური მეხსიერებას აქვეითებს

„მათ, ვისაც საძინებელი ოთახი გზის, რკინიგზის ან აეროპორტის მხარეს აქვთ, მალე ავიწყდებათ ძველი ინფორმაცია და უჭირთ ახლის დამახსოვრება. ეს იმ შემთხვევაშიც ხდება, თუ მათ ტრანსპორტის ხმაური ძილს არ უფრთხობთ“, — ამბობს ნიდერლანდების ნევროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი ისბრანდ ვან დერ ვერფი. მახსოვრობისა და სწავლის უნარზე უარყოფითად მოქმედებს ძილის დროს ხელისშემშლელი გარემოებები. „ამ დროს შეიძლება არ გაგეღვიძოს, მაგრამ ღრმად არ გეძინოს“, — ნათქვამია ერთ ჰოლანდიურ გაზეთში (de Volkskrant). ტვინმა რომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს, ჰიპოკამპი, თავის ტვინის ქერქის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, უნდა გაითიშოს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ღრმად სძინავს და „ხელს არ უშლის ისეთი გარემო ფაქტორები, როგორიცაა ხმაური და სინათლე“.

ფეიერვერკები და რესპირაციული დაავადებები

ფეიერვერკების ცაზე გამოჩენა ულამაზესი სანახაობაა, მაგრამ ჰაერში გაშვებული ქიმიური ნივთიერებები ჯანმრთელობას ვნებს. ფერად-ფერადი შუშხუნების შემადგენლობაში შედის ლითონების ფხვნილი — სტრონციუმი წითელი სინათლის, ხოლო ბარიუმი მწვანე სინათლის წარმოსაქმნელად. ავსტრიელმა მეცნიერებმა, რომლებმაც ახალი წლის ფეიერვერკების შემდეგ ლაბორატორიულად შეამოწმეს თოვლი, აღმოაჩინეს, რომ მასში ბარიუმის შემცველობა 500-ჯერ მეტი იყო. რამდენადაც ეს ნივთიერება წამლავს სასუნთქ გზებს, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ფეირვერკების შედეგად წარმოქმნილი კვამლი ამწვავებს რესპირაციულ დაავადებებს, მაგალითად ასთმას.

ღამურები თვითმფრინავის ტურბინების მსხვერპლი ხდებიან

„საიენტიფიკ ამერიკენის“ თანახმად, ქალაქ ალბერტაში (კანადა) თვითმფრინავის ტურბინებში მკვდარი ღამურები იპოვეს. ამ ფაქტმა გააკვირვა მეცნიერები, რადგან ღამურებს ფრენისას საოცარი ორიენტაციის უნარი აქვთ. მკვდარი ღამურების 92 პროცენტს სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. როგორც მეცნიერებმა დაასკვნეს, ღამურებს იმდენად მგრძნობიარე სასუნთქი გზები აქვთ, რომ ვერ გაუძლეს ტურბინებიდან გამოსული წნევის ძლიერ ნაკადს. ტურბინის ფრთების ტრიალის მაქსიმალური სიჩქარე საათში 200 კილომეტრია. ძირითადად ტურბინების მსხვერპლი გადამფრენი, მწერიჭამია ღამურები ხდებიან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეკოსისტემას.