არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ბიბლიის შესწავლა ეხმარება ყრუ-მუნჯებს“

„ბიბლიის შესწავლა ეხმარება ყრუ-მუნჯებს“

„ბიბლიის შესწავლა ეხმარება ყრუ-მუნჯებს“

ასე იყო დასათაურებული ყრუ-მუნჯებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ჟურნალის სტატია ჩეხეთის რესპუბლიკაში. სტატიის ავტორმა, ზდენეკ სტრაკამ, შეაქო იეჰოვას მოწმეები იმისთვის, რომ ისინი ყრუ-მუნჯების დასახმარებლად ჟესტების ენას სწავლობენ.

რამ უბიძგა ბატონ სტრაკას ასეთი სტატიის დასაწერად? 2006 წლის ზაფხულში იგი პრაღაში დაესწრო იეჰოვას მოწმეების კონგრესს, სადაც 70 ყრუ-მუნჯისთვის ითარგმნებოდა პროგრამა ჟესტების ენაზე. იეჰოვას მოწმეები ბიბლიური ცოდნის გასაღრმავებლად და ერთმანეთის გასამხნევებლად ყოველ წელს მართავენ კონგრესებს მთელ მსოფლიოში. გამონაკლისს არც ყრუ-მუნჯები წარმოადგენენ. გასულ წელს მთელ მსოფლიოში 96 კონგრესი ჩატარდა უშუალოდ ჟესტების ენაზე, ხოლო 95 კონგრესზე პროგრამა ითარგმნა ყრუ-მუნჯებისთვის.

პრაღაში 2006 წლის ზაფხულში იმ კრების წევრები, რომელიც ჟესტების ენაზე ტარდება, დაახლოებით 30 ყრუ-მუნჯს ასწავლიდნენ ბიბლიას. ქვემოთ მოცემული შემთხვევა აჩვენებს, რომ ყრუ-მუნჯებს ბიბლიის შესწავლა ბევრ რამეში ეხმარებათ.

მარკეტა 100 კილომეტრზე მეტ მანძილს გადის, რომ ერთ მონღოლ ყრუ-მუნჯ ქალს ბიბლიის შესწავლა ჩაუტაროს. ჩეხური და მონღოლური ჟესტების ენა ძალიან განსხვავდება, ამიტომ მარკეტას მასალა ისე უნდა გადაეცა შემსწავლელისთვის, რომ ადვილი გასაგები ყოფილიყო. მარკეტას შრომამ ფუჭად არ ჩაიარა. ეს ყრუ-მუნჯი ქალი მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ და აბორტის გაკეთებას * აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. მარკეტა ამბობს: «როცა ვკითხე, რატომ არ გაიკეთა აბორტი, მან ჟესტების ენაზე მითხრა: „იეჰოვას სძულს აბორტი!“. მიხარია, რომ მას კარგად ესმის ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე».

მთელ მსოფლიოში ბევრი ყრუ-მუნჯი იძენს ღვთის შესახებ ცოდნას ბიბლიის შესწავლის დახმარებით. ისინი უახლოვდებიან ღმერთს და მათი ცხოვრება აზრიანი ხდება (ესაია 48:17, 18).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2009 წლის ივნისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—9.

[ჩარჩო 26, 27 გვერდებზე]

იცოდით?

● იეჰოვას მოწმეები DVD ფორმატით ჟესტების 43 ენაზე გამოსცემენ პუბლიკაციებს. ჟესტების ენაზე საჭირო მასალის გადმოტვირთვა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან www.pr418.com.

● ყრუ-მუნჯებისთვის უფრო მეტი პუბლიკაცია რომ იყოს ხელმისაწვდომი, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებმა ჟესტების ენაზე 59 მთარგმნელობითი ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

● მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების 1 200-ზე მეტი კრებაა ჟესტების ენაზე.

[დიაგრამა 26 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

www.pr418.com