არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღზარდე შვილი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად

აღზარდე შვილი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად

აღზარდე შვილი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად

ალბათ, ნაკლებად ფიქრობენ მშობლები ამ საკითხზე იმ წუთებში, როცა თავის ახალდაბადებულ პაწაწინას შესცქერიან. თუმცა ერთი რამ ფაქტია: საბოლოოდ, ეს პაწაწინა არსება გაიზრდება და გახდება ზრდასრული ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად განაგრძობს ცხოვრებას. ეს ზუსტად ის არის, რასაც ბიბლია ამბობს: „მიატოვებს კაცი მამას და დედას“ (დაბადება 2:24).

გადის დრო და ის ამაღელვებელი დღეც დგება, როცა ქალი ან ვაჟი სახლს ტოვებს. ამ დროს მშობლებს სიხარულთან ერთად სევდაც ეძალებათ ხოლმე. ფიქრობენ, ნეტავ სწორად თუ აღვზარდეთ ჩვენი შვილი? შეძლებს სამუშაოს შენარჩუნებას და თავის რჩენას, ცალკე ცხოვრებას, სახლის მოვლას? მაგრამ ყველაზე მეტად ის აღელვებთ ამ დროს მშობლებს, კვლავაც იცხოვრებს თუ არა მათი შვილი იმ ფასეულობებით, რომლებიც ერთ დროს ჩაუნერგეს (იგავები 22:6; 2 ტიმოთე 3:15).

ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ეს სპეციალური ნომერი მშობლებს დაანახვებს იმას, თუ როგორ გამოიყენონ ბიბლიური რჩევები შვილის აღზრდის სხვადასხვა ეტაპზე.