არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„კომპიუტერის გამოგონებამდე, სანამ [ბოტანიკოსები] ახალ ჯიშებს სახელებს დაარქმევდნენ, თითქმის შეუძლებელი იყო, საფუძვლიანად გადაეხედათ არსებული წყაროებისთვის. შედეგად, გაჩნდა ბევრი იდენტური სახელი“. გაირკვა, რომ დღესდღეობით დაახლოებით ერთი მილიონიდან სულ მცირე 477 601 სახეობის სახელი მეორდება („საიენსი“, აშშ).

„ჩინელების მხოლოდ 6 პროცენტი თვლის თავს ბედნიერად“. გამოკითხულთა 39 პროცენტი ფიქრობს, რომ „ბედნიერებისთვის ყველაზე აუცილებელი ფაქტორი ფულია“ („ჩაინა დეილი“, ჩინეთი).

„რუსეთში კრიმინალური სტატისტიკის უტყუარობის დასადგენად ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შემაშფოთებელ ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი“. სამართალდამცავ ორგანოებს ბრალი დასდეს „დანაშაულებრივ საქმეთა რეალური სურათის გაყალბებასა“ და დახურული საქმეების გაბერილი ციფრებით წარდგენაში („რია-ნოვოსტი“, რუსეთი).

„გერმანიის დედაქალაქის [ბერლინის] უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ მესამედს მიაჩნია, რომ სექსი [რაშიც შედის პროსტიტუცია და ეროტიკული ცეკვები] თავიანთივე სწავლის დასაფინანსებელი კარგი საშუალებაა“ („რეიტერის საინფორმაციო სააგენტო“, გერმანია).

პრანჭიკელა მშობიარეები

დღეს დედები სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებენ ცნობას იმის შესახებ, რომ უკვე იმშობიარეს. მაშინ, როცა მათი ბებიები ასეთ ცინცხალ ამბებს დეპეშებით ამცნობდნენ ახლობლებს, «„ახალი თაობის“ დედები ასეთ სასიხარულო ამბებს ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებენ», — ასეთი განცხადება გაკეთდა ABC-ზე, ამერიკის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე. ამგვარ შეტყობინებებს ხშირად თან ერთვის დედისა და ახალშობილის ფოტოსურათები. „ახალი თაობის“ დედები, რომლებიც ჩვეულებრივ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თავიანთ გარეგნობას, ამაზე უარს არც მშობიარობის წინა პერიოდში ამბობენ. ისინი მიდიან სილამაზის სალონებში კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად; აგრეთვე იკეთებენ მანიკურსა და პედიკიურს. „ზოგს სამშობიაროში სტილისტიც კი მიჰყავს“, — აღნიშნული იყო იმავე გადაცემაში. რატომ იპრანჭებიან მშობიარეები ასე საგანგებოდ? „მშობიარობის დროს კარგად რომ გამოიყურებოდნენ“, — ამბობს ბოსტონის ერთ-ერთი სამშობიარო ცენტრის მთავარი ექიმი ტონი გოლენი.

თუ ჯანმრთელობა გინდა, ცოტა გაინძერი!

სპეციალისტების თქმით, სამსახურში, სკოლაში ან ტელევიზორის წინ დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა, ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. გაზეთ „ვანკუვერ სანიში“ აღნიშნული იყო: „ჯდომის დროს მომენტალურად ეცემა ფერმენტ ლიბოპროტეინლიპაზის აქტიურობა. ამ ფერმენტის დახმარებით კუნთები აკავებს სისხლში ცხიმების ცირკულირებას და ხელს უწყობს მის წვას“. ამავე გაზეთის თანახმად, „საკმარისი არ არის კარდიო ვარჯიშების შესრულება. ნივთიერებათა ცვლა რომ არ დაირღვეს, საჭიროა მუდმივი, მსუბუქი და ზომიერი ვარჯიშები“.