არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

რა არის არასწორი ამ სურათზე?

წაიკითხე იოანეს 2:13—17. რა ოთხი რამ არის ამ სურათზე არასწორი? დაწერე ქვემოთ შენი პასუხები და გააფერადე სურათი.

1. ․․․․․

2. ․․․․․

3. ․․․․․

4. ․․․․․

დასაფიქრებლად:

რატომ გაყარა იესომ ეს კაცები ტაძრიდან?

მინიშნება: წაიკითხე მარკოზის 11:17.

რატომ იყო არასწორი ტაძარში ყიდვა-გაყიდვა?

მინიშნება: წაიკითხე 2 კორინთელების 2:17.

იეჰოვას რომ ვასიამოვნოთ, რამ უნდა აღგვძრას მსახურებისკენ?

მინიშნება: წაიკითხე მათეს 22:36—40; 1 პეტრეს 5:2.

დავალება მთელი ოჯახისთვის:

ფურცელზე დაწერე ან დახატე, რას გააკეთებდი იმის საჩვენებლად, რომ მთელი გულით გიყვარს იეჰოვა და ადამიანები. ფურცელი ოჯახის წევრებს აჩვენე და მოილაპარაკეთ, როდის შეძლებთ ყველანი ამ საქმეში მონაწილეობის მიღებას.

ისწავლე და შეაგროვე

ამოჭერი, შუაზე გადაკეცე და შეინახე

ბიბლიური ბარათი 16 ტიმოთე

კითხვები

ა) შეავსე გამოტოვებული ადგილები. ტიმოთეს „წმინდა წერილები“ დედამ, ________ და ბებიამ, ________ ჯერ კიდევ ________ ასწავლეს.

ბ) რა განსაკუთრებული მიწვევა მიიღო ახალგაზრდა ტიმოთემ?

გ) პავლემ ტიმოთეს შესახებ თქვა: „როგორც შვილი მამასთან, ისე . . .“

[ცხრილი]

ძვ. წ. 4026 წელი

ადამის შექმნა

ცხოვრობდა ახ. წ. პირველ საუკუნეში

ახ. წ. 1 წელი

ახ. წ. 98 წელი

დაიწერა ბიბლიის ბოლო წიგნი

[რუკა]

ცხოვრობდა ლისტრაში, თუმცა მას იკონიელი ძმებიც კარგად ახასიათებდნენ

ლისტრა

იკონიონი

იერუსალიმი

ტიმოთე

ზოგადი ცნობები:

მამამისი არ იყო ქრისტიანი, მაგრამ ის მაინც „ერთგულთათვის მაგალითი იყო ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში“ (1 ტიმოთე 4:12). მან გაითვალისწინა ბიბლიური რჩევა: „ღვთისადმი ერთგულებისკენ ისწრაფე და მასში გაიწაფე“ (1 ტიმოთე 4:7). დაახლოებით 15 წელი პავლე მოციქულის გვერდით მსახურობდა.

პასუხები

ა) ევნიკემ, ლოისმა, ჩვილობიდანვე (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15).

ბ) გაჰყოლოდა პავლე მოციქულს მისიონერულ მსახურებაში (საქმეები 16:1—5).

გ) „ . . . მსახურობდა მონასავით ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად“ (ფილიპელები 2:22).

ხალხები და ქვეყნები

5. ჩვენი სახელებია გაბრიელა და რაული. მე 6 წლისა ვარ, რაული — კი 9-ის. ჩვენ ბრაზილიაში ვცხოვრობთ. რამდენი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს ბრაზილიაში: 467 000, 607 000 თუ 720 000?

6. შემოხაზე ის წერტილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. დასვი წერტილი იქ, სადაც შენ ცხოვრობ და დაინახავ, რა მანძილია ბრაზილიამდე.

დავალება ბავშვებისთვის

მოძებნეთ ეს სურათები ამ ჟურნალში და თქვენი სიტყვებით აღწერეთ, რას ხედავთ თითოეულ სურათზე.

თუ გინდათ, რომ დამატებითი ასლები ამობეჭდოთ რუბრიკის „ოჯახური განხილვისთვის“, ეწვიეთ ვებ-გვერდს www.pr418.com

● პასუხები რუბრიკიდან „ოჯახური განხილვისთვის“ იხილე 25-ე გვერდზე.

30-ე და 31-ე გვერდებზე მოცემული კითხვების პასუხები

1. იესომ მათრახი გამოიყენა და არა მახვილი.

2. კაცები ყიდდნენ საქონელს და ცხვარს და არა ღორებს.

3. კაცები ყიდდნენ მტრედებს და არა ბუებს.

4. ფულის გადამცვლელებს რკინის ფული ჰქონდათ და არა ქაღალდის.

5. 720 000.

6. გ.