არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა შეიცვლება?

რა შეიცვლება?

რა შეიცვლება?

„ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს“.

„არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“.

„აღარ იქნება სიკვდილი“.

ზემოთქმული სიტყვები შეიძლება ცოტა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს მხოლოდ ნატვრა არ არის. რატომ ვამბობთ ამას? ეს არ არის რომელიმე პოლიტიკოსის ცარიელი სიტყვები, რომელსაც არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ეს დაპირებები თვით ღვთის წიგნში, ბიბლიაშია ჩაწერილი. *

ბევრი თვლის, რომ ბიბლია ძალიან ძველი წიგნია და დღევანდელ თაობებს აღარაფერში გამოადგება. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, ალბათ აჯობებდა, ცოტა მეტი გაგეგოთ ამ წიგნის შესახებ — რა წერია მასში. ფაქტი ერთია, ბიბლია ერთადერთი წმინდა წიგნია, რომელიც მოგვითხრობს, საიდან მოვედით და საით მივდივართ. ის გვიხსნის:

● როგორ დაიტეხა კაცთა მოდგმამ თავს ამდენი გაჭირვება (რომაელები 5:12).

● რა ჩაიფიქრა ღმერთმა მდგომარეობის გამოსასწორებლად (იოანე 3:16).

● რატომ ვერაფერს ხდებიან მთავრობები პრობლემებთან ბრძოლაში (იერემია 10:23).

● რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის დანაპირები ყოველ მიზეზგარეშე შესრულდება (იესო ნავეს ძე 23:14).

ნუთუ შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს, რომ ღმერთი მართლა გაგვათავისუფლებს შიმშილისგან, ომისგან, ავადმყოფობისა და სიკვდილისგან? ამის დაჯერება არ იქნება რთული, თუ გაითვალისწინებთ შემდეგს:

1. ღმერთი ჩვენი შემოქმედია.

2. ის ზრუნავს ჩვენზე.

3. მას აქვს ძალა, შეცვალოს მსოფლიო.

4. მას განზრახული აქვს ამის გაკეთება.

გვაქვს საკმარისი მიზეზები, რომ დავიჯეროთ ამ ოთხი ფაქტორის რეალურობა? იეჰოვას მოწმეები — ამ ჟურნალის გამომცემლები — გთავაზობენ, რომ დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა და თავად დარწმუნდეთ ზემოთქმულის სისწორეში.

შეიძლება სახლში გაქვთ ბიბლია და ზოგჯერ კითხულობთ კიდეც. ბევრი, ვინც კითხულობს ბიბლიას, ამბობს, რომ ის რთული გასაგებია. თუ თქვენ შემთხვევაშიც ასეა, გთავაზობთ, დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს და დაიწყოთ ბიბლიის უფასო შესწავლა. ამ მეთოდით მილიონობით ადამიანი სწავლობს დღეს ბიბლიას მსოფლიოში. როგორ ხდება ეს?

კვირაში ერთხელ ერთი ან ორი იეჰოვას მოწმე მოვა თქვენთან სახლში ან სადმე სხვაგან, თქვენთვის სასურველ ადგილას, რათა ერთად იმსჯელოთ ბიბლიურ თემებზე. ეს ყველაფერი ხდება უფასოდ. ასეთი სახით თქვენ მიიღებთ პასუხებს კითხვებზე: რატომ იტანჯება ადამიანი? რატომ არ ძალუძთ მთავრობებს, შეცვალონ მსოფლიო? რა არის ღვთის სამეფო და როგორ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ადამიანები ვერ აგვარებენ? *

თუ გაინტერესებთ, გაიგოთ, რაში დაგეხმარებათ ბიბლიის შესწავლა, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს მისამართზე www.pr418.com. შეგიძლიათ ასევე მისწეროთ მათ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 დასაწყისში მოყვანილი ციტატები ბიბლიიდანაა აღებული, კერძოდ: ესაიას 2:4-დან, ესაიას 33:24-დან და გამოცხადების 21:4-დან.

^ აბზ. 18 წაიკითხეთ აგრეთვე ამ ჟურნალის 26-ე და 27-ე გვერდებზე დაბეჭდილი თემა: „ვის შეუძლია შეცვალოს მსოფლიო?“.